მოსკოვი ცხინვალს 6 მილირად რუბლს გამოუყოფს

საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთი  6,81 მილიარდ რუბლს გადარიცხავს.  რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს თანხა სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის გამოიყო. 

პირველი ტრანში 1.45 მილიარდი რუბლის ოდენობით ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ივნისის დასაწყისში მიიღო. ეს  გადაწყვეტილება რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრს, ვიქტორ ბასარგინსა და ოკუპირებული რეჟიმის დე ფაქტო ლიდერს,  ედუარდ კოკოითის შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო newsland.ru.

სააგენტოს ცნობით,  ბასარგინმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ცხინვალის საქართველოსგან დამოუკიდებლობა, ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით, პრაქტიკულად უზრუნველყოფილია“. რუსი მინისტრის თქმით,   ომისშემდგომი აღდგენითი პროცესი ცხინვალში ეკონომიკისა და სოციალურ სფეროში დასრულებულია.

კომენტარები