ჰილარი კლინტონი ინდოეთში

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში იმყოფება. თავდაპირველად ის შეხვდა ინდოეთის ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველს შივ შანკარ მენონს. კლინტონმა და მენონმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე.

მენონის შემდეგ, კლინტონი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სომანაჰალი მალაიაჰ კრიშნას შეხვდა. ამ შემთხვევაში დიალოგი უფრო საგარეო პოლიტიკური პოზიციების შეჯერებასა და ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა.

კლინტონი ინდოეთში ორი დღით ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სამხედრო, დაზვერვის, ბირთვული ენერგეტიკისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვაა. კლინტონმა ინდოეთში შეათანხმა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისა და უახლესი ტექნოლოგიების სფეროში ერთობლივი პროექტების განვითარება.

კლინტონი დაესწრება ამერიკა-ინდოეთის ე.წ. სტრატეგიული დიალოგის რიგით სესიას, რომელიც ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის რეგულარული შეხვედრების სერიას წარმოადგენს. 

კომენტარები