20-წლამდე კალთბურთელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ჯგუფის ლიდერთა შეხვედრაში ჩვენები ესტონელებს დაუპირისპირდნენ, რომლებსაც ასევე სამიდან სამი მოგება ჰქონდათ. თორნიკე შენგელიას ლიდერობით ქართველებმა იბრძოლეს და საბოლოოდ ერთი ქულის სხვაობით მოიგეს - 88:87. ამ ტურნირზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შენგელია გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა. სწორედ მისი დამსახურებაა ნაკრების ასეთი თამაში. მის ანგარიშზე თამაშის დასრულების შემდეგ 33 ქულა და 15 მოხსნა იყო. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ესტონელებთან თამაშისას მას მხარი სხვა თანაგუნდელებმაც კარგად აუბეს. თორნიკეს გარდა სამმა კალათბურთელმა მოახერხა ათქულიანი ბარიერის გადალახვა. სხვებზე შედეგიანი ბექა ჩიკვილაძე გამოდგა 17 ქულით.
ახლა საქართველოს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი შეხვედრა დარჩა. დავით უსტიაშვილის მომზადებული გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში პირველ ადგილზე დარჩება და მომდევნო ეტაპზეც ამ პოზიციით გავა. მისი დღევანდელი მეტოქე რუმინეთის ნაკრები იქნება, რომელსაც ოთხი თამაშის შემდეგ ორი მოგება და ორი მარცხი აქვს.
ესტონელებთან თამაშამდე ერთი დღით ადრე, ქართველები პოლონელებს დაუპირისპირდნენ და განსაკუთრებული გართულების გარეშე დაამარცხეს 76:69. ამ დღესაც ნაკრებს თორნიკე შენგელია გაუძღვა წინ - 26 ქულით და 12 მოხსნით თამაშის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
საქართველო - პოლონეთი 76:69 (25:17, 21:15, 11:23, 19:14)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (34 წთ. 26 ქ. 12 მ. 3 პ. 3 ჩ. 2 დაფ. 3 ფ. 4 დაკ.), სანაძე (24 წთ. 13 ქ. 6 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 ფ. 1 დაკ.), დვალიშვილი ( 31 წთ. 12 ქ. 7 მ. 2 დაფ. 2 ფ. 1 დაკ.), ჩიკვილაძე (23 წთ. 12 ქ. 1 პ. 3 ჩ. 3 ფ. 3 დაკ.), ბოქოლიშვილი (24 წთ. 7 ქ. 2 პ. 1 ფ.), ბაქრაძე (12 წთ. 2 ქ. 1 მ. 2 პ. 1 ჩ. 4 ფ. 4 დაკ.), თენიეშვილი (19 წთ. 2 ქ. 3 მ. 2 პ. 2 ჩ. 2 ფ. ), ლეჟავა (28 წთ. 2 ქ. 2 მ. 2 პ. 2 ფ. 1 დაკ.), რევაზიშვილი (3 წთ. 1 მ. 2 ფ. 1 დაკ.), ბექაური (2 წთ. 1 მ. 1 ფ.
საქართველო - ესტონეთი 88:87 (21:18, 24:25, 23:19, 20:25)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (32 წთ. 33 ქ. 15 მ. 2 პ. 2 ჩ. 1 დაფ. 5 ფ. 3 დაკ.), ჩიკვილაძე (23 წთ. 17 ქ. 2 მ. 1 პ. 1 ჩ. 4 ფ. 2 დაკ.), სანაძე (30 ქ. 14 ქ. 7 მ. 5 ფ.), ბაქრაძე (37 წთ. 11 ქ. 1 მ. 3 პ. 2 ჩ. 1 ფ. 1 დაკ.), დვალიშვილი (21 წთ. 6 ქ. 5 მ. 1 პ. 5 ფ. 1 დაკ.), ბოქოლიშვილი (21 წთ. 4 ქ. 1 დაფ. 2 ფ. 1 დაკ.), თენიეშვილი (28 წთ. 3 ქ. 6 მ. 1 პ. 3 ფ. 1 დაკ.), ლეჟავა (3 წთ. 1 მ. 1 პ.), ლომოური (1 წთ.)