ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონის შეხვედრები თორნიკე შენგელიას ბენეფისად იქცა. ჯერ იყო და პირველ დღეს შვეიცარიასთან 31 ქულა დააგროვა, მეორე დღეს კი საერთოდ აიწყვიტა და მაკედონიას ფაქტობრივად მარტომ მოუგო. ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 87:75 დასრულდა, აქედან ქულათა თითქმის ნახევარი ერთ მოთამაშეზე მოდიოდა.
19 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზე მატჩის დასრულების შემდეგ 40 ქულა იყო. თუმცა მისი სტატისტიკური მაჩვენებელი მხოლოდ ამით არ ამოიწურა. 37.48 წუთში შენგელიამ 16 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 5 დაფარება და 1 შედეგიან გადაცემა დააგროვა. ის ერთადერთი იყო თანაგუნდელთა შორის, რომელმაც 10-ქულიანი ზღვარი გადალახა. რაც მთავარია, წინა თამაშისგან განსხვავებით, ამჯერად დაცვაშიც აკურატული იყო და სულ ერთი პერსონალური შენიშვნა მიიღო.
თამაში ძირითადად ქართველთა უპირატესობით მიდიოდა. უფრო ზუსტად კი მეოთხედების საწყის ნაწილში მაკედონელები ყოჩაღობდნენ, შუა და დასკვნით ნაწილში კი უკვე დავით უსტიაშვილის კალათბურთელების დრო დგებოდა. საერთო ჯამში მათ ოთხი მეოთხედიდან სამი მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს.
ზედიზედ ორი გამარჯვების მიუხედავად უნდა ითქვას, რომ შენგელიას ძალიან გაუჭირდება ასე მარტოს მთელი ტურნირი გუნდის ტარება. აუცილებელია სხვა მოთამაშეებმაც აუბან მხარი და შეიტანონ საკუთარი წვლილი. დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე პოლონეთის ნაკრები იქნება. ამ გუნდმა პირველ შეხვედრაში მაკედონიას მოუგო, მაგრამ გუშინ რუმინელებთან ვერაფერი გააწყო და 62:70 დათმო.
საქართველო - მაკედონია 87:75 (18:15, 17:16, 24:24, 28:20)
საქართველოს ნაკრები: შენგელია (37.48 წთ. 40 ქ. 16 მ. 1 პ. 3 ჩ. 5 დაფ. 1 დაკ. 1 ფ.), ჩიკვილაძე (25 წთ. 9 ქ. 4 მ. 2 პ. 4 ფ. 4 დაკ.), სანაძე (24 წთ. 8 ქ. 1 მ. 1 დაკ.), დვალიშვილი (19 წთ. 7 ქ. 2 მ. 2 ფ.), თენიეშვილი (21 წთ. 6 ქ. 3 მ. 1 პ. 3 ფ.), ბოქოლიშვილი (24 წთ. 6 ქ. 1 პ. 1 ჩ. 3 ფ.), ლეჟავა (21 წთ. 5 ქ. 1 მ. 1 პ. 2 ჩ. 2 ფ.), რევაზიშვილი (11 წთ. 4 ქ. 1 მ. 3 ფ.), ბაქრაძე (19 წთ. 2 ქ. 1 მ. 1 პ.)
ჯგუფის დანარჩენი თამაშები:
პოლონეთი - რუმინეთი 62:70 (19:16, 13:19, 15:13, 15:22)
ესტონეთი - შვეიცარია 91:64 (30:4, 21:24, 25:22, 15:14)
სატურნირო მდგომარეობა:
1. ესტონეთი - 4 ქ. 2 თ. 2 მ. 176:114 ბ.
2. საქართველო - 4 ქ. 2 თ. 2 მ. 169:149 ბ.
3. პოლონეთი - 3 ქ. 2 თ. 1 მ. 1 წ. 136:141 ბ.
4. რუმინეთი - 3 ქ. 2 თ. 1 მ. 1 წ. 120:147 ბ.
5. მაკედონია - 2 ქ. 2 თ. 0 მ. 2 წ. 146:161 ბ.
6. შვეიცარია - 2 ქ. 2 თ. 0 მ. 2 წ. 138:173 ბ.