კალათბურთში ევროპის B დივიზიონში გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა. დავით უსტიაშვილის დარიგებულმა გუნდმა პირველივე შეხვედრაში დაამარცხა შვეიცარიის ნაკრები 82:74. გამარჯვებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ შეასრულა. ახალგაზრდა მოთამაშემ 27 წუთში 31 ქულას მოუყარა თავი. ამას 6 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც დაუმატა. ლიდერს მხარი რამდენიმე კალათბურთელმაც აუბა და ამ ყველაფერმა ნაკრების გამარჯვება განაპირობა. შენგელიას გარდა ათქულიანი ბარიერი კიდევ ორმა მოთამაშემ გადალახა - ბექა ჩიკვილაძემ 16 ქულას მოუყარა თავი, აკაკი დვალიშვილმა კი - 15-ს.
მთავარ პრობლემად ალბათ ბევრი დაკარგული ბურთი უნდა მივიჩნიოთ. ამ გრაფაში თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებს 20 ეწერა. რეკორდსმენი ჩვენიანებიდან გამთამაშებელი გივი ბაქრაძე იყო. მან 8-ჯერ მოახერხა ბურთის დაკარგვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, უმთავრესი ამოცანა შესრულებულია. ტურნირი გამარჯვებით დაიწყო და მეორე დაპირისპირების წინ ნაკრებში კარგი განწყობაა. დღეს დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე მაკედონიის ნაკრები იქნება. ამ უკანასკნელებმა პირველი შეხვედრის წაგება უკვე მოახერხეს პოლონელებთან - 71:74. შესაბამისად, ქართველებთან ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისათვის.
ჩვენს ჯგუფში ზემოთ ნახსენები ორი თამაშის გარდა კიდევ ერთი გაიმართა. ესტონეთის ნაკრებმა რუმინელები დაჩაგრა - 85:50.
საქართველო - შვეიცარია 82:74 (15:13, 18:20, 24:20, 25:21)
საქართველოს ნაკრები: ბაქრაძე (29 წთ. 6 ქ. 3 მ. 5 პ. 3 ჩ. 3 ფოლი, 8 დაკ.), ჩიკვილაძე (22 წთ. 16 ქ. 5 მ. 1 პ. 2 ფ.), შენგელია (27 წთ. 31 1. 6 მ. 2 პ. 1 ჩ. 2 დაფ. 5 ფ. 4 დაკ.), დვალიშვილი (35 წთ. 15 ქ. 8 მ. 3 ჩ. 1 დაფ. 3 ფ. 1 დაკ.), სანაძე (20 წთ. 8 ქ. 1მ. 1 პ. 3 ჩ. 1 ფ. 1 დაკ.), თენიეშვილი (21 წთ. 4 ქ. 2 მ. 3 ფ. 1 დაკ.), რევაზიშვილი (15 წთ. 2 ქ. 2 მ. 1 ჩ. 1 ფ. 1 დაკ.), ლეჟავა (11 წთ. 2 მ. 1 ფ. 2 დაკ.), ბოქოლიშვილი (17 წთ. 1 პ. 1 დაკ.), ბექაური (3 წთ. 1 ფ.)
ჯგუფის დანარჩენი თამაშები:
მაკედონია - პოლონეთი 71:74 (24:21, 9:30, 17:11, 21:12)
რუმინეთი - ესტონეთი 50:85 (17:23, 10:23, 10:18, 13:21)