საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხვალ ევროპის B დივიზიონის გათამაშებაში ჩაებმება. ეს ტურნირი ბოსნია-ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში 14 ივლისს დაიწყება.
ჩვენი ნაკრები სარაევოში დღეს გაემგზავრება და ხვალ უკვე სათამაშოდ მოუწევს გასვლა. დავით უსტიაშვილისა და არჩილ ჟღენტის მომზადებული გუნდი შეჯიბრებას შვეიცარიასთან თამაშით იწყებს.
ტურნირისათვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ოთხი შეხვედრა გამართა, აქედან ორი მოიგო და ორშიც დამარცხდა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელის დავით უსტიაშვილის განცხადებით, მისი ამოცანა ჯგუფური ეტაპის დაძლევაა. ამისთვის კი საქართველოს ნაკრებს 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე მოუწევს გასვლა. ჩვენი გუნდი A ჯგუფში პოლონეთის, ესტონეთის, რუმინეთის, მაკედონიისა და ზემოთ ნახსენებ შვეიცარიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.
შეჯიბრებაზე გამგზავრებამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა 12-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა:
გამთამაშებელი: გივი ბაქრაძე (უგუნდო), იოსებ ლეჟავა (თსსუ), ტატო თავართქილაძე (თსსუ)
მსროლელი: მერაბ ბოქოლიშვილი (აველინო, იტალია), ბექა ჩიკვილაძე (სტუ), დუდა სანაძე (ბათუმი)
მსუბუქი ფორვარდი: აკაკი ლომოური (სტუ)
მძიმე ფორვარდი: თორნიკე შენგელია (პეპინსტერი, ბელგია), გიორგი რევაზიშვილი (მაკაბი), ნოდარ თენეიშვილი (ბათუმი)
ცენტრი: აკაკი დვალიშვილი (თსსუ), ბექა ბექაური (თსსუ)
საქართველოს ნაკრების სათამაშო განრიგი
14 ივლისი
საქართველო - შვეიცარია
15 ივლისი
საქართველო - მაკედონია
16 ივლისი
საქართველო - პოლონეთი
17 ივლისი
საქართველო - ესტონეთი
18 ივლისი
საქართველო - რუმინეთი