ნიკოლა სარკოზის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში. მისი ვიზიტი წინაასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. ავღანეთში ჩასულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან ფრანგულ სამხედრო კონტინგენტს 2012 წლის ბოლომდე გაიყვანს.  

ამჟამად ავღანეთში  4 ათასი ფრანგი ჯარისკაცი მსახურობს. „უნდა დავასრულოთ ეს ომი,“ განუცხადა ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე შეკრებილ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტმა. დღეს, სავადაუდოდ სარკოზი ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის და გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდება.
  
ფრანგი ჯარისკაცების ავღანეთიდან გაყვანის შესახებ განცხადება სარკოზიმ პირველად გასულ თვეს გააკეთა. მისი თქმით, სამხედროების გრაფიკი აშშ-ს მიერ გამოცხადებული გრაფიკის ანალოგიურია. ივნისში აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხდა, რომ 2012 წლის ბოლომდე ავღანეთიდან  მთელ ამერიკულ კონტინგენტს გაიყვანს. ამ დროისთვის ავღანეთში 100 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს.

 

კომენტარები