თბილისში 32 ბორჯღალოსანი იკრიბება

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასისათვის მზადებას იწყებენ. პირველი ორკვირიანი ეტაპი თბილისში ჩატარდება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა ის 32-კაციანი სია გამოაცხადა, რომლიდანაც საბოლოოდ 30 რჩეული ახალ ზელანდიაში გაემგზავრება.

თბილისში შეკრებილი ნაკრები სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში დაბინავდება და შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ივარჯიშებს. მორაგბეები 4 ივლისს უკვე პირველ ვარჯიშს ჩაატარებენ.

რაც მთავარია, ამ პირველ ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება. ამ კომპონენტზე ავსტრალიელი გარეთ ადამსონი იმუშავებს. ეს ადამიანი ახლა შეუერთდება გუნდს და მსოფლიო თასის ჩათვლით ჩვენთან ერთად იქნება. ადამსონი ამ სფეროში ერთ-ერთ უმაღლესი დონის სპეციალისტად ითვლება.

საქართველოს ნაკრების 32-კაციანი შემადგენლობა

პირველი ხაზი: გოდერძი შველიძე, დავით ხინჩაგაშვილი, ვასილ კაკოვინი, აქვსენტი გიორგაძე, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, დავით ქუბრიაშვილი

მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე, ვახტანგ მაისურაძე, ილია ზედგინიძე

მესამე ხაზი: გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, ზვიად მაისურაძე, გივი ბერიშვილი, შალვა სუთიაშვილი, დიმიტრი ბასილაია

9 ნომერი: ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი ბეგაძე

10 ნომერი: ლაშა ხმალაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა მალაღურაძე

12-13 ნომრები: დავით კაჭარავა, თედო ზიბზიბაძე, ალექსანდრე თოდუა, რევაზ გიგაური

11-14 ნომრები: ირაკლი მაჩხანელი, ლექსო გუგავა, ირაკლი ჩხიკვაძე

15 ნომერი: მალხაზ ურჯუკაშვილი

 


კომენტარები