ამერიკის ფინანსთან
მინისტრი ტიმოთი გეითნერი უახლოეს მომავალში პოსტის დატოვებას არ აპირებს. გავრცელებული
ინფორმაციით, ამერიკის საჯარო ვალის ლიმიტის საკითხის გადაწყვეტისთანავე, მინისტრი
თანამდებობიდან გადადგებოდა. გეითნერმა ეს
ინფორმაცია უარყო. მან განაცხადა, რომ ის ამ სამსახურისთვის ცხოვრობს და სურს მომავალშიც
ასე გაგრძელდეს.
რამდენიმე ხნის წინ ამერიკის საჯარო ვალმა ლიმიტს მიაღწია. კონგრესში მისი გაზრდის საკითხზე დავობენ. გეითნერმა ამ საკითხზეც ისაუბრა და გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თუ დემოკრატები და რესპუბლიკელები ვერ შეთანხმდებიან ახალ ლიმიტზე, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი. თანხების სასესხებლად ამერიკას უფრო მეტის გადახდა მოუწევს, რაც უარყოფითად აისახება როგორც ბიზნესზე, ასევე მოსახლეობის დანაზოგებზე. გეითნერის პესიმისტური პროგნოზით, ამერიკის ეკონომიკა შეიძლება უფრო მეტად დაზარალდეს, ვიდრე 2009 წლის კრიზისის დროს.
ბარაქ ობამას თავდაპირველი ეკონომიკური გუნდის უმაღლესი ეშელონიდან თანამდებობას, ამ დრომდე, მხოლოდ ტიმოთი გეითნერი შემორჩა.