Art-გენი - მირზაანი

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/tanciuem.png##fbimage#
 „არტ-გენი“ იწყება, შაბათს - 18 ივნისს ფესტივალი კახეთის სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გაიხსნება. 

სახალხო ფესტივალმა „არტ-გენი 2011“ მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაიწყო. მისი დასკვნითი ნაწილი, როგორც ყოველთვის, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარდება.

23 ივნისს ფესტივალი სტუმრებს რუსთავში ელოდება, ხოლო 25-26 ივნისს ფოთში. რაც შეეხება ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიას, „არტ-გენი“ თბილისში 15 ივლისიდან გადმოინაცვლებს.

ფესტივალის წლევანდელი თემა, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის გარდა, ეძღვნება განათლებას და ტრადიციების უკეთ გაცნობას გულისხმობს.

ფესტივალზე, 18 ივნისს საშუალება გექნებათ, იხილოთ: ფოლკლორის, რეწვის და ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ოსტატები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მოეწყობა უამრავი გასართობი კუთხე.

ჯგუფი „არტ-გენი“ 2004 წელს შეიქმნა, ფესტივალის არსებობის მანძილზე ასზე მეტი
კონცერტი და ღონისძიება ჩატარდა. დღეს „არტ-გენი“ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფესტივალს წარმოადგენს. ყოველწლიურად მას 40 ათასი ადამიანი ესწრება.

18 ივნისი, მირზაანი - მონაწილეები:
             

·         ანსამბლი „წინანდალი“
·         თელავის ანსამბლი „შემოძახილი“ 
·         უხუცესი მომღერალი ანდრო სიმაშვილი და მისი მოწაფეები 
·         დედოფლისწყაროს რაიონის ფოლკლორული ანსამბლი „ხორნაბუჯი“ 
·         დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის ფოლკლორული თეატრი „ბარისფშავლები“ 
·         თელავის რაიონის სოფელ ართანის ანსამბლი „სიღერეთი“ 
·         ახმეტის რაიონის ანსამბლი „პანკისი“
·         ახმეტის რაიონის ანსამბლი „კესელო“ 
·         წნორის ედიშერ გარაყანიძის სახელობის ფოლკ. ეთნოგ. ანსამბლი „ამერ-იმერი“ 
·         თელავის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „ორონთა“
·         საგარეჯოს რაიონის სოფელ კაკაბეთის ანსამბლი „კაკაბელები“
·         საგარეჯოს ფოლკლორული ანსამბლი „გარეჯი“
·         ანსამბლი „ბალავარი“
·         გურჯაანის სახელმწიფო ანსამბლი

გურიიდან:

ფოლკლორული ანსამბლი „იადონი“ 

თბილისიდან:

„თსუ  გორდელა“
„ჩვენებურები“
კავშირი „ქართული საბრძოლო ხელოვნება“ 

კომენტარები