დინამო ატლეტიკოს დაუმეგობრდა

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მადრიდის ატლეტიკოს პრეზიდენტი ენრიკე სერესო და გენერალური დირექტორი კლემენტე ვალვერდე ჩამოვიდნენ. მათ საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. მემორანდუმი ითვალისწინებს, ქართველი მწვრთნელების და ახალგაზრდა ფეხბურთელების გადამზადების პროგრამებს, ამხანაგურ შეხვედრებს და ა.შ. მხარეები იმედოვნებენ, რომ ეს თანამშრომლობა ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება.

ესპანელები საქართველოში თბილისის დინამოს ოფიციალური მოწვევით იმყოფებიან. მათი ვიზიტი ორ დღეს გასტანს. დღეს სერესო და ვალვერდე უკვე შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ვლადიმერ ვარძელაშვილს.

კომენტარები