ჩილეში სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/chile.png##fbimage#
 ჩილეში განათლების რეფორმის წინააღმდეგ მოწყობილი საპროტესტო აქცია სტუდენტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. ათი ათასობით სტუდენტმა დემონსტრაციები ჩილეს რამდენიმე დიდ ქალაქში მოაწყო. მათ განათლების სტანდარტების გაუმჯობესება, უმაღლესი განათლების საფასურის დაწევა და სტუდენტებისთვის ტრანსპორტის ფასებზე მეტი შეღავათების დაწესება მოითხოვეს. ჩილეს დედაქალაქში სტუდენტებმა პოლიციელებს ქვები ესროლეს. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

კომენტარები