საქართველო არგენტინასთან გადახალისდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, დღეს 18 საათზე რუმინეთში არგენტინის იაგუარებს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა სამხრეთ აფრიკასთან ნათამაშებ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და მთლიანობაში 10 კაცი გამოიცვალა. რეალურად ეს იმის მაჩვენებელია, რომ მთავარი აქცენტი ამ შეხვედრაზე არ კეთდება. ახლა უფრო მეტად ახალგაზრდებს ექნებათ გამოცდილების მიღებისა და თავის გამოჩენის საშუალება. მთავარი აქცენტი კი ნამიბიასთან 19 ივნისს გასამართ შეხვედრაზეა გადატანილი.

სწორედ ნამიბიელებთან მატჩი არის ის დაპირისპირება, რომელიც რეიტინგზე მოქმედებს. შესაბამისად იმ თამაშის წაგება შესაძლოა ბორჯღალოსნებს დიდ უკანდახევად დაუჯდეს. აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმ შეხვედრის მოსაგებად.

არგენტინელ იაგუარებთან აქამდე ერთხელ გვაქვს ნათამაშები. სამხრეთ ამერიკელები ორი წლის წინ თბილისში 22:21 დავამარცხეთ. რუმინულ IRB-ის ერთა თასზე ჯერჯერობით ორივე გუნდმა თითო შეხვედრა ჩავატარეთ და ორივემ წავაგეთ. ქართველები სამხრეთ აფრიკის კინგზთან დამარცხდნენ 17:31, არგენტინელებმა კი პორტუგალიას ვერაფერი მოუხერხეს და საბოლოოდ 25:21 წააგეს.

საქართველოს ნაკრები

15. ბექა ურჯუკაშვილი 14. ლექსო გუგავა 13. ალექსანდრე თოდუა 12. რევაზ გიგაური 11. ირაკლი ჩხიკვაძე 10. ლაშა ხმალაძე 9. გიორგი ბეგაძე 8. დიმიტრი ბასილაია 7. ვიქტორ კოლელიშვილი 6. სიმონ მაისურაძე 5. გიორგი ნემსაძე 4. ილია ზედგინიძე 3. დავით ქუბრიაშვილი 2. შალვა მამუკაშვილი 1. ვასილ კაკოვინი. სათადარიგოები: 16. აქვსენტი გიორგაძე 17. გოდერძი შველიძე 18. ვახტანგ მაისურაძე 19. გივი ბერიშვილი 20. ბიძინა სამხარაძე 21. ირაკლი გიორგაძე 22. ბესიკ ხამაშურიძე

კომენტარები