ობამა რუსეთში ელჩის პოსტზე მაიკლ მაკფოლის კანდიდატურას განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მრჩეველი რუსეთის საკითხებში, მაიკლ მაკფოლი, შესაძლოა რუსეთში აშშ-ს ელჩად დაინიშნოს. ამის შესახებ ობამას ადმინისტრაციის ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ამერიკული მედია იუწყება. თავად მაკფოლი, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ”გადატვირთვის” პოლიტიკის ერთ-ერთი თანაავტორი და მხარდამჭერია, გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მაკფოლის კანდიდატურა რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევსა და აშშ-ს პირველ პირს შორის საფრანგეთში გამართულ შეხვედრაზე არ განუხილავთ. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი-ს ცნობით, კრემლში მაკფოლის კანდიდატურას ”პოზიტიურად” აფასებენ.

ამერიკელი პოლიტიკური ექსპერტების ვარაუდით, ობამას მიერ რუსეთში ახალი ელჩის თანამდებობაზე მაიკლ მაკფოლის არჩევა იმის ნიშანია, რომ ვაშინგტონი ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს აშშ-სა და რუსეთში მოახლოვებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. 

კომენტარები