საქართველომ ზიმბაბვეზე პრემიით გაიმარჯვა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით დასრულდა 20-წლამდელთა მსოფლიო ალაფის მეორე სათამაშო დღე. პატარა ბორჯღალოსნებმა ზიმბაბვეს ნაკრები 50:19 დაამარცხა.

პირველ ტაიმში თანაბარი თამაში გამოვიდა, არეულ სიტუაციებში უპირატესობას სწრაფი ზიმბაბველები ფლობდნენ. თუმცა ფიზიკური ძალის ხარჯზე ბურთს ძირითადად ქართველები ფლობდნენ. რაც მთავარია, საერთო ჯამში ანაგრიშში წინ ყოველთვის ქართველები იყვნენ. პირველი ნახევარი 21:14 დასრულდა. 

თამაშის განახლების შემდეგ პირველივე წუთზე სტუმრებმა კარგი კომბინაცია გაათამაშეს, არეულობით ისარგებლეს და ჩამორჩენა შეამცირეს 19:21. ამის მერე პატარა ბორჯღალოსნებმა თამაში შეკრეს, ძირითადი აქცენტი შერკინების მიძალებაზე გააკეთეს და მოწინააღმდეგეს ბურთი საბოლოოდ წაართვეს. შესაბამისად შემდეგ ქულებს მხოლოდ პაატა ნარიმანაშვილის შეგირდები აგროვებდნენ. მეტოქეს ოთხზე მეტი ლელოც დაუდეს, ამით პრემიალური ქულაც დაიბევეს და თამაში საბოლოო გამარჯვებამდეც მიიყვანეს - 50:19.
 
ქართველებიდან 2-2 ლელო დადეს ლევან ჩალიჩავამ (ნომერი 3) და გიორგი ტყეშელიაძემ (ნომერი 7). ბოლო გარდასახვის გარდა ყველაფერი ზუსტად დაარტყა 15 ნომერმა ბახვა კობახიძემ. 
 
საქართველო - ზიმბაბვე 50:19
 
საქართველოს ნაკრები: 15, კობახიძე 14. ძნელაძე 13. ლოსაბერიძე (კაპიტანი) (გაბროშვილი) 12. მარგიანი (მჭედლიშვილი) 11. გოგოლაშვილი 10. კვარაცხელია 9. ჯინაშვილი (ღამბაშიძე) 8. თხელიძე (ჩხიკვაძე) 7. ტყეშელიაძე 6. თხილიაშვილი 5. მიქაუტაძე (ჟღენტი) 4. ბიწაძე 3. ჩალიჩავა (ნავროზაშვილი) 2. ჩომახაშვილი (მატკავა) 1. ჟვანია. ლელოები: ლოსაბერიძე, ჩალიჩავა (2, 6), ბიწაძე, ძნელაძე, ტყეშელიაძე (5,7)
 
გარდასახვა: კობახიძე 6, საჯარიმო: კობახიძე
 
 

კომენტარები