იაპონელებმა კანადელები დაამარცხეს

ავჭალის სტადიონზე  20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიონ ალაფის მეორე ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა. სადაც იაპონიის ნაკრებმა კანადის ნაკრები დაამარცხა 30:15. 

უპირატესობას თავიდან კანადელები დაეუფლნენ და პირველი ლელოც გაიტანეს, თუმცა შემდეგ ნელ-ნელა თამაშის სადავეები ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებმა აიღეს და მეტოქეს გამარჯვების შანსი არ დაუტოვეს. 
 
საბოლოოდ იაპონელებმა მოწინააღმდეგეს ოთხზე მეტი ლელოც გაუტანეს და პრემიალური ქულაც დაიმსახურეს. ახლა მათ მესამე დასკვნითი ტურის წინ 10 ქულა აქვთ.
 
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კანადელებისა და იაპონელების წარმომადგენლებიც გამოცხადნენ. პირველად კანადელებმა ისაუბრეს წაგების მიზეზებზე.
 
მაიკლ შელი (კანადის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „თამაში აქტიურად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ ბევრი შეცდომა დავუშვით. უამრავი ჯარიმა ავიკიდეთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ იყო. ალბათ ეს იყო ჩვენი წაგების მიზეზი. რაც შეეხება თქვენს შანსებს იაპონელებთან აქ საინტერესოდაა საქმე. თქვენი უპირატესობა შერკინებაშია, იმათი კი სისწრაფეში. ახლა ისაა მთავარი, რომელი მოახერხებთ საკუთარი პლუსების გამოყენებას.
 
ამის შემდეგ იაპონელთა მთავარი მწვრთნელის ჯერიც დადგა და თავისი აზრები იუკიმო მოტოკიმ გაგვიზიარა: „ჩვენ მოვიგეთ თამაში, მაგრამ ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. ბევრად უკეთესად შეგვიძლია თამაში და ამის დამტკიცებას საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შევეცდებით“
 
ამავდროულად შეხვედრა გაიმართა შევარდენის სტადიონზე, სადაც სამოას ნაკრებმა ურუგვაის სძლია 37:6.
 
იაპონია - კანადა 30:15
 
სამოა - ურუგვაი 37:6
 

კომენტარები