მოსკოვში საქართველოს მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები დააკავეს

რუსული ოპოზიციის ნაწილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, საქართველოს მხარდამჭერი აქცია გამართა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო apsny.ge იუწყება. სააგენტოს ცნობით, აქციაზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა.

ორგანიზატორთა განცხადებით, დემონსტრაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნებოდა და აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს დეოკუპაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქცია სანქცირებული იყო, მოსკოვის პოლიციამ მისი ორგანიზატორი ლოლიტა ცარია სამ თანაორგანიზატორთან ერთად  მინც დააკავა. 

კომენტარები