რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას დღეს საქართველოს საგარეო უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ვეკუა გამოეხმაურა. ვეკუამ განაცხადა, რომ თბილისში ”შეუფერხებლად მიმდინარე” აქციები იმის დასტურია, რომ „საქართველოში უზრუნველყოფილია მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატია და კანონის უზენაესობა,” განსხვავებით რუსეთისგან, სადაც „მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები.“ ”ამ ქვეყანაში ადამიანების მიმართ რეჟიმის სისასტიკემ შეუძლებელი გახადა მოსახლეობის მიერ პროტესტის რაიმე ფორმით გამოხატვა,“ აღნიშნა მან.
”სასაცილოა, რომ ადამიანის უფლებების შესახებ განცხადებას აკეთებს იმ სახელმწიფოს წარმომადგენელი, სადაც ადამიანის უფლებებს მუდმივად არღვევენ. ეს სწორედ ის ქვეყანაა, სადაც ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს და ადვოკატებს ქალაქების ქუჩებსა და ციხეებში კლავენ, ხოლო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაერთგზის მოაწყო ეთნიკური წმენდა,” თქვა ვეკუამ „საბედნიეროდ, მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი სახელმწიფო დარჩა, რომელსაც არა აქვს მორალური უფლება ისაუბროს ადამიანის უფლებებზე და სიტყვის თავისუფლებაზე. მათ რიცხვს განეკუთვნება რუსეთის ფედერაცია,“ განაცხადა საქართველოს საგარეო სამინიტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლება ”ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაში” დაადანაშაულა. ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეწყვეტს ძალისმიერ ქმედებებს, ეს მომავალში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებასა და ქვეყანაში საერთო მდგომარეობის კიდევ უფრო დიდ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.”