ანჯელინა ჯოლიმ ქართველი სამხედროები მოინახულა

ცნობლმა მსახიობმა და გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ანჯელინა ჯოლიმ გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტროს პრეს სამსახურმა ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალში ამ დროისთვის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი, ედნარ აბულაძე.

კაპიტანი სეთურიძე და კაპრალი აბულაძე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აშშ-ს კონდინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, NATO-ს ეგიდით წარმოებულ სამხედრო ოპერაციაში მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად ჩაანაცვლა 33-ე ბატალიონმა. 

კომენტარები