ოპერაცია „მარწყვი“ — გაქცეული კეიტ მიდლტონი

ბრიტანულ სპეცსამსახურებს დეტალური სამოქმედო გეგმა ჰქონდათ შემუშავებული იმ შემთხვევისთვის, თუ პრინც უილიამის საცოლე, კეიტ მიდლტონი  ქორწილის დღეს საქმროს საკურთხევლიდან გაექცეოდა. 

ოპერაცია სახელწოდებით „მარწყვი “ ბრიტანეთის სპეცსამსხაურებმა  სამეფო ოჯახთან ერთად შეიმუშავეს. უცხოური მედიის ცნობით, მოლაპარაკებები დიდხანს და საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა პრინც ჩარლზის წარმომადგენელბსა და ლონდონის პოლიცისა და სპეცსამსახურების წევრებს შორის.

პატარძლის გაქცევის შემთხვევაში,  აგენტებს მისთვის უსაფრთხოების კორიდორის გაკეთება უნდა უზრუნველეყოთ.  სამეფო ოჯახი  მოითხოვდა, რომ სპეცსამსახურების წარმომადგენლებს კეიტ მიდლტონისთვის გაქცევის საშუალება არ მიეცათ. თუმცა, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ამას მილიონობით მოწმის თვალწინ ვერ გააკეთებდნენ. მაშინ პრინცი ჩარლზის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რომ მათ უილიამისთვის პატარძლის დადევნების, დაწევის და უკან დაბრუნების საშუალება მიეცათ.

ბრიტანული სპეცსამსახურების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს სამეფო ოჯახთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების  დეტალები გაუმხილა. ”მათ არ სურდათ, რომ პატარძლისთვის გაქცევის საშუალება მიგვეცა, მაგრამ ჩვენ კატეგორიული უარი განვაცხადეთ მის ძალით დაკავებაზე უამრავი ადამიანის თვალწინ,” აღნიშნა მან ”ისინი საკმაოდ უხალისოდ დაგვთანხმდნენ იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში, ჩვენ პატარძალს გაქცევის საშუალებას მივცემდით.” ბრიტანელი ოფიცრის განცხადებით, სამეფო ოჯახს სურდა, რომ ამ შემთხვევაში,  პატარძალს ერბინა, პრინცი მას დასწეოდა და ის საკურთხეველთან დაბრუნებაზე დაეყოლიებინა. ”ამ პუნქტმა გართულებები გამოიწვია.   წარმოიდგინეთ სცენა: პატარძალი გამორბის  ვესტმინსტერის სააბატოდან,  ყველგან ხალხია,  პრინცი კი მას მისდევს. ჩვენი ამოცანაა პატარძალს  შეეძლოს გაქცევა,  პრინცს კი - დაწევა. ნამდვილად საშინელი გეგმაა!“ აღნიშნა ოფიცერმა.

საბოლოოდ, მხარეებმა კონსენსუსს მიაღწიეს. ოპერაცია „მარწყვის“ ამოქმედების შემთხვევაში,  უსაფრთხოების აგენტები კეიტ მიდლტონს მისცემდნენ  სააბატოდან გამოქცევის საშუალებას  მცველების თანხლებით, რომლებიც მასთან „პატივსაცემ დისტანციას“ შეინარჩუნებდნენ. ხალხში მყოფი პოლიციელები კი გაქცეული პატარძლისთვის გზას გაათავისუფლებდნენ. პრინც უილიამისთვის გარკვეული დროის მანძილზე  რჩებოდა გახსნილი სივრცე, იმისათვის, რომ ის პატარძალს გამოდევნებოდა. თუმცა, ამ დროის გასვლის შემდეგ სპეცსამსახურების თანამშრომლები წრეს შეკრავდნენ და სივრცეც ჩაიკეტებოდა.

მოლაპარაკებისას  პრინც ჩარლზის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის განხეთქილების მთავარ საკითხად იმ დროის ხანგრძლივობა გახდა, რომლის განმავლობაშიც პრინც უნდა მოეხერხებინა კეიტის დაწევა და მისი საკურთხეველთან დაბრუნება. საბოლოოდ  გადაწყდა,  რომ  უილიამს  პატარძლისთვის დადევნების გადწყვეტილება იქამდე უნდა მიეღო, ვიდრე  მანძილი მასსა და პატარძალს შორის 800 მეტრს მიაღწევდა. სამეფო ოჯახს პრინცისთვის ორჯერ მეტი დისტანციის მიცემა სურდა.  

მხარეები შეთანხმდნენ,  რომ თუ განსაზღვრულ მონაკვეთში პრინცი  ვერ დაეწეოდა გაქცეულ პატარძალს, დაცვის სამსახური ჩათვლიდა, რომ მათი შერიგება და კეიტ მიდლტონის საკურთხეველთან დაბრუნება შეუძლებელია.   ამიტომ  მის მიდლტონს  მოქმედების ადგილიდან სპეციალური ტაქსით გაიყვანდნენ, ხოლო ვითომ შემთხვევით გამოჩენილი პოლიციის მანქანები  დაცვის კორდონს შექმნიდნენ და პატარძლის უსაფრთო ევაკუაციას უზრუნველყოფდნენ. 

ბრიტანული მედიის ცნობით, სამეფო ოჯახის წევრები  იმედოვნებდნენ, რომ ოპერაცია „მარწყვის“ ჩატარება არ გახდებოდა საჭირო, თუმცა აცნობიერებდნენ, რომ თუ პატარძალი საკურთხევლიდან გაიქცეოდა, ქორწილის სატელევიზიო რეიტინგი საგრძნობლად გაიზრდებოდა.

კითხვაზე იყო თუ არა შემუშავებული გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ სასიძო გადაწყვეტდა  გაქცევას, ბრიტანელმა  ოფიცერმა უპასუხა: „კარგით რა,  ჩვენ მხოლოდ იმას ვგეგმავთ, რასაც აზრი აქვს. ის ხომ არ მოინდომებს ხელახლა ააწყოს პირადი ცხოვრება! მას მალე პარიკი დასჭირდება!“  ამერიკული ჟურნალი Time-ის ვარაუდით, კეიტ მიდლტონს, რომელსაც ჯვრისწერის შემდეგ კემბრიჯის ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭა, ქორწილიდან გაქცევის მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა: ”დახაჯო ამდენი ძალა, დრო და ენერგია და მაინც ვერ გახდე პრინცესა ... მის ადგილას ბევრი გაიქცეოდა,“ წერს Time-ი. 

კომენტარები