აშშ ანტისარაკეტო ფარის ელემენტებს რუმინეთში განათავსებს

რუმინეთი და აშშ შეთანხმდენენ რუმინეთის ტერიტორიაზე აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემების ელემენტების განთავსების შესახებ. უცხოური მედიის ცნობით, რუმინეთის ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა ადგილი, სადაც აშშ-ს სარაკეტო ბაზის მშენებლობა დაიწყება.

რუმინეთის პრეზიდენტის, ტრაიან ბასესკუს თქმით,  ეს ბაზა იქნება  ევროპული ანტისარაკეტო ფარის ერთ-ერთი ელემენტი. ”ჩვენ გავეცით ნებართვა, რომ სისტემა განთავსდეს ქვეყნის სამხრეთით, დევესელუს ყოფილი ავიაბაზის ტერიტორიაზე,” აღნიშნა პრეზიდენტმა. ეს ადგილი რუმინეთ-ბულგარეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამერიკულ სარაკეტო ბაზაზე 200-დან 500-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნება განთავსებული.

ბუქარესტი და ვაშინგტონი ანტისარაკეტო ფარის ელემენტების რუმინეთში განთავსების შესახებ მოლაპარაკებებს ერთი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ. 

კომენტარები