ირანის პრეზიდენტმა ბოიკოტი შეწყვიტა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/ahm.png##fbimage#
ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა  ბოიკოტი შეწყვიტა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. უცხოური მედიის ცნობით, ათდღიანი ბოიკოტის შემდეგ პირველად, აჰმადინეჟადმა მინისტრთა კაბინეტის სხდომა ჩაატარა.  ირანის პრეზიდენტის პროტესტს მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები აჰმადინეჟადსა და ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლის გამწვავებას უკავშირებენ.  აჰმადინეჟადის მიერ 17 აპრილს სამსახურიდან გათავისუფლებული ირანის დაზვერვის უფროსი, ჰეიდარ მოსლეჰი ირანის სულიერმა ლიდერმა კვლავ დანიშნა თანამდებობაზე.

აჰმადინეჟადმა ბოიკოტის ნიშნად სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება 22 აპრილს შეწყვიტა. ის მთავრობის ორ სხდომას არ დაესწრო. ერთ-ერთ მათგანს, 24 აპრილს აიათოლა ალი ხამენეის მიერ სამსახურში დაბრუნებული მოსლეჰიც ესწრებოდა. უცხოური მედიის ცნობით, ირანელმა კანონმდებლებმა აჰმადინეჟადს ერის სულიერი ლიდერის ნების პატივისცემისკენ მოუწოდეს. პარლამენტართა ჯგუფი შაბათს ირანის პრეზიდენტს შეხვდა  და დაარწმუნა აჰმადინეჟადი, გამოეხატა თავისი ლოიალობა აიათოლა ალი ხამენეის მიმართ. 

 

 

კომენტარები