iPhone და iPad თავიანთი მომხმარებლების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mc.png##fbimage#
კომპანია Apple-ს მობილური მოწყობილობები, iPhone-ი და iPad-ი მომხმარებლებისგან შეუმჩნევლად ამ მოწყობილობების მფლობელების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციას იწერენ და ინახავენ. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება.

მკვლევარების, ალისდერ ალანის და პიტ უორდენის თქმით, მობილური მოწყობილობის მესაკუთრის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაფარულ, დაუშიფრავ ფაილში ინახება, ხოლო შესაბამისი პროგრამის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ ფაილის გახსნა და სრულად აღდგენა. ამასთანავე, მკვლევარები არ ამტკიცებენ, რომ კომპანია Apple თავისი მომხმარებლების შესახებ შეგროვილ ინფორმაციას ტვირთავს ან რაიმე სახით იყენებს. Apple-ის წარმომადგენლებს ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

აღსანიშნავია, რომ iPhone-ის და iPad-ის აქტივირების დროს წერილობით შენიშვნაში მომხმარებელს ეუბნებიან იმის შესახებ, რომ კომპანიამ შესაძლოა, კლიენტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მოაგროვოს. კომპანიის ხელმძღვანელობა ამას იმით ხსნის, რომ “უკეთ გაიგონ კლიენტის ქცევის შესახებ და გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქცია, მომსახურება და რეკლამა.”  

კომენტარები