ტაჯიკეთში მედრესეების მოსწავლეთა მშობლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს

ტაჯიკეთში პირველად აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელთა არასრულწლოვანი შვილებიც საზღვარგარეთ მედრესეებში - ისალმისტურ საშუალო სკოლებში სწავლობენ. მედრესეები ფუნდამენტალისტ ისლამისტი ტერორისტების სამჭედლოდ ითვლება. ტაჯიკეთში, ხალტონის რაიონში “საერთო სავალდებულო განათლების მიღებაში ხელის შეშლის”  ბრალდებით ისლამისტური სკოლების მოსწავლეთა მშობლების წინააღმდეგ უკვე ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

2010 წელს ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა მოუწოდა მშობლებს შვილები მედრესეებიდან გამოეყვანათ და სამშობლოში დაებრუნებინათ. პრეზიდენტის თქმით, მოწოდებისთვის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრებოდა. ”ისინი იქ მოლები კი არა, ტერორისტები და ექსტემისტები ხდებიან,” აღნიშნა რახმონმა.

ტაჯიკეთის ოფიციალური პირების თქმით, საზღვარგარეთ რელიგიურ სკოლებში ტაჯიკეთის 2388 მოქალაქე სწავლობდა. მათი უმრავლესობა სკოლის ასაკის იყო. ოფიციალური მონაცემებით, დღეისთვის მათაგან ტაჯიკეთში 1873 ადამიანია დაბრუნებული.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა  საზოგადოებას გააცნო მონაცემები იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც ისლამისტურ სკოლებში სწავლას უკავშირდება. მინისტრის თქმით, ისლამისტური სკოლებიდან დაბრუნებული სტუდენტების ნახევარმა განაცხადა, რომ ამ სკოლაში მათ ჯიჰადის აუცილებლობას უხსნიდნენ და მისი განხორცილებისთვის მომზადებას სთვაზობდნენ.

კომენტარები