სალუქვაძე ამჯერად მესამეა

უკვე ლეგენდად ქცეულმა ქართველმა ტყვიის მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ წლევანდელი სეზონის მეორე მსოფლიო თასზეც კარგად იასპარეზა. კორეის ქალაქ ჩანგვონში გამართულ ტურნირზე სალუქვაძემ მესამე ადგილი დაიკავა.

ქართველმა სპორტსმენმა ფინალური გასროლა კვლავ საუკეთესო შედეგით დაასრულა - 101.7. თუმცა საწყის ეტაპზე იმდენად ჩამორჩა მოწინააღმდეგეებს, რომ მისი ქულები - 486.6 მესამე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. კორეული მსოფლიო თასის ჩემპიონი ჩინელი ცი სუნი გახდა 489.9 ქულით, მეორე ადგილზე კი უკრაინელი ოლენა კოსტევიჩი გავიდა 489.8 ქულით.

წინა მსოფლიო თასზე ნინო სალუქვაძე ჩემპიონი გახდა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

კომენტარები