ინდონეზიელმა დეპუტატმა პარლამენტში პორნოგრაფიული ვიდეოს ყურების გამო თანამდებობა დატოვა

ინდონეზიის პარლამენტის წევრმა, ისლამური პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა, არიფინტომ დეპუტატის მანდატზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ის პარლამენტში პორნოგრაფიულ ვიდეოს უყურებს. აღსანიშნავია, რომ არიფინტო იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ინდონეზიაში პორნოგრაფიული შინაარსის მასალების გავრცელების წინააღმდეგ კანონის შემოღებას მოითხოვდა.

”მე ბოდიშს ვიხდი ჩემი პარტიის ყველა წევრისა და პარლამენტის წინაშე,” აღნიშნა არიფინტომ და  დასძინა, რომ პორნოგრაფიული შინაარსის ელექტრონული წერილი მან შემთხვევით გახსნა. ”ჩემი პარტიისთვის მუშაობას გავაგრძელებ, ასევე ვეცდები უკეთესი ადამიანი გავხდე სინანულითა და ყურანის კითხვით,” დასძინა მან. 

თუ აღმოჩნდა, რომ ინდონეზიელი დეპუტატი მართლაც უყურებდა პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეოს, როგორც ეს მედიით გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, მას სწორედ იმ კანონმდებლობის მიხედვით დასჯიან, რომელიც მისივე პარტიის ინიციატივით მიიღეს. 

კომენტარები