10 კითხვა ზურაბ ლეჟავას

სამი რამ, რაც თქვენი, როგორც მწერლის კომფორტისთვის აუცილებელია:

კალამი, ფურცელი და საწერი მაგიდა.
 
ინსპირაციის წყარო:
 
წყაროები შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვა.
 
წიგნი, რომელმაც თქვენი ცხოვრება შეცვალა:
 
ცხოვრება თავად არის წიგნი და თანაც ალბათ ისეთი წიგნი, რომლის შეცვლაც არც ერთ წიგნს არ შეუძლია.
 
კარგი მწერალი, ეს არის...
 
ეს რთული კითხვაა.
 
მაცივარი თუ სექსი (ზ. ლეჟავას ერთ-ერთი მოთხრობა):
 
გააჩნია რა შემთხვევაში.
 
რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
 
მე ვფიქრობ, ძალიან დიდი მიღწევები არ გამაჩნია.
 
რომელი წიგნი გინდათ, თქვენი დაწერილი რომ იყოს?
 
სალტიკოვ-შჩედრინის „თანამედროვე იდილია”.
 
რა იქნებოდა, რომ არა პასტა და ფურცელი...
 
მაშინ ალბათ ვისწავლიდი ფანდურზე დაკვრას, ჩემს ნაწარმოებებს კი გავლექსავდი და დავამღერებდი.
 
თქვენი ყველაზე უჩვეულო ამპლუა?
 
მიძნელდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
კითხვებს მე ვუსვამ საკუთარ თავს მხოლოდ მაშინ, როცა საკუთარ თავთან ვრჩები მარტო

კომენტარები