კონგოში აირზენას თვითმფრინავის კატასტროფას საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა

კონგოში გუშინ მომხდარ ავიაკატასტროფას საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა. ავიაკომპანია აირზენა - საქართველოს ავიახაზების კუთვნილმა ლაინერმა, რომელსაც ოთხკაციანი ქართული ეკიპაჟი მართავდა, კინსაშას საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას განიცადა კატასტროფა. თვითმფრინავს გაეროს მისიის 20 თანამშრომელი გადაჰყავდა. ბორტზე სულ 33 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთი გადარჩა. მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით, თვითმფრინავი კინშასას აეროპორტში დაჯდომისას ტროპიკულ წვიმასა და ქარიშხალში მოყვა, საფრენ ბილიკს დაენარცხა, ორ ნაწილად დაიშალა და ცეცხლი წაეკიდა. გიორგობიანის განცხადებით, ლაინერი ტექნიკურად გამართული იყო. ”ბოლო შემოწმება ამ თვითმფრინავმა 22 დეკემბერს გაიარა,” აღნიშნა მან. გიორგობიანის თქმით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს აირზენა დაფარავს.

კომენტარები