აირზენას კუთვნილმა თვითმფრინავმა კონგოში კატასტროფა განიცადა

კომპანია აირზენას კუთვნილმა ლაინერმა კონგოში კატასტროფა განიცადა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა და გაეროს 32 თანამშრომელი გადაჰყავდა. უცხოური სააგენტოების ცნობით, გარდაიცვალა 26 ადამიანი.  აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის თქმით, თვითმფრინავს ქართული ეკიპაჟი ემსახურებოდა. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა გარდაცვლილთა შორის საქართველოს მოქალაქეები.

გიორგობიანის თქმით, აირზენას კუთვნილი თვითმფრინავი კინშასას აეროპორტში დაჯდომისას ტროპიკულ წვიმასა და ქარიშხალში მოყვა, საფრენ ბილიკს დაენარცხა, ორ ნაწილად დაიშალა და ცეცხლი წაეკიდა. გიორგობიანმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად გამართული იყო. „ბოლო შემოწმება ამ თვითმფრინავმა 22 დეკემბერს გაიარა,“ განაცხადა აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. 

კომენტარები