ქუჩაზე გადასვლა თბილისურად

საპატრულო პოლიციის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოში არსებული მონაცემებით, 2009 წელს საქართველოში სულ 5482 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დარეგისტრირდა.  ამ შემთხვევების დროს დაიღუპა 179 ქვეითი მოსიარულე, ხოლო დაშავდა - 1373.  2010 წლისათვის კი ეს მონაცემები ასე გამოიყურება: 5099 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაიღუპა 164 და დაშავდა 1317 ქვეითი.

ამ შემაშფოთებელი სტატისტიკის გამომწვევი მიზეზებიდან ერთ-ერთია ქვეითად მოსიარულეთა მიერ მოძრაობის წესების და უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. ხშირად შეხვდებით ქვეითად მოსიარულეებს, რომლებიც მიწისქვეშა თუ საჰაერო გადასასვლელებიდან რამდენიმე მეტრში გადადიან ქუჩაზე, მანქანების ნაკადში. ამის მიზეზი ზოგჯერ უბრალოდ სიზარმაცეა - ფეხით მოსიარულეების ნაწილს ეზარება კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლა. თუმცა ზოგიერთი მიწისქვეშა გადასასვლელის მდგომარეობა ისეთი სავალალოა, რომ ქვეითები მასში ჩასვლას ქუჩის მიწის ზემოდან გადაკვეთას და საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას ამჯობინებენ.

ტაბულა შეეცადა გადასასვლელებზე არსებული სიტუაციის გარკვევას და რამდენიმე ქვეითის კომენტარიც მოიპოვა.

კომენტარები