ცხოველთა უფლებების დამცველები პუტინს თეთრი ლეოპარდისადმი სასტიკ მოპყრობაში სდებენ ბრალს

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/putin.png##fbimage#
მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდი რუსეთის პრემიერ მინისტრს, ვლადიმერ პუტინს თეთრი ლეოპარდის მიმართ „სასტიკ მოპყრობაში“ ადანაშაულებს. საქმე ის არის, რომ პუტინმა გასულ კვირას ციმბირის რაიონ ხაკასიაში ერთ-ერთი საკონსერვაციო პროგრამა მოინახულა, სადაც სპეციალურად მისთვის რასნაიასკის რეგიონიდან ჩამოყვანილი თეთრი ლეოპარდი ბინადრობდა.
ცხოველთა უფლებების დამცველების მტკიცებით, ლეოპარდი სახელად „მონღოლი“ ერთი კვირის მანძილზე ჰყავდათ ჩამწყვდეული გალიაში, ვიდრე პუტინი მას მოინახულებდა, პრემიერ მინისტრის ვიზიტის შემდეგ კი ის კვლავ გაათავისუფლეს. ველური ბუნების დაცვის ფონდის განცხადებით, თეთრ ლეოპარდს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.
თეთრი ლეოპარდი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების სიაშია შეტანილი. რუსეთში მხოლოდ 100 თეთრი ლეოპარდია შემორჩენილი. წელს ეს ცხოველი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების სიმბოლოდ აირჩიეს. არჩევანს თავად ვლადიმერ პუტინი ლობირებდა.

კომენტარები