საქართველოს მოდის კვირეულს დაიან პერნე ეწვევა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/fashion1.png##fbimage#
„Georgian Fashion Week” ორი წელია ტარდება, წელს მოდის კვირეულის პირველი სეზონი 31 მარტს გაიხსნება და 3 აპრილამდე გასტანს. ჩვენებებს კვლავ რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს.  

კვირეულში მონაწილეობას 15 ქართველი და 3 უცხოელი დიზაინერი მიიღებს.
საქართველოს მოდის კვირეულს მსოფლიოში სახელგანთქმული, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოგერი, დიზაინერი, ფოტოგრაფი და კრიტიკოსი დაიან პერნე ეწვევა.
პერნე გამოირჩევა საკუთარი იმიჯით, იგი მუდამ შავებში შემოსილი ჩნდება საზოგადოების წინაშე და მგლოვიარე ქალბატონის იმიჯს ირგებს.
ამერიკაში დაბადებული დაიან პერნე წლებია საფრანგეთში მოღვაწეობს, დღეს იგი მოდის ჟურნალის რედაქტორი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბლოგერია.
საქართველოს პერნე 30 მარტს ეწვევა.
წელს პირველად პროექტის ფარგლებში მოდის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთდღიანი ფესტივალი „A Shaded View on Fashion Film” გაიმართება და მას დაიან პერნე წარმოადგენს.
საქართველოს მოდის კვირეულის მესამე სეზონს კოსტუმების გამოფენით ფრანგი კოლექციონერი ბასტიენ  დე ალმეიდა გახსნის. 

კომენტარები