სარკოზი ევროკავშირს ლიბიაზე წერტილოვანი დარტყმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს ლიბიაზე წერტილოვანი საჰაერო დარტყმების განხორციელება შესთავაზა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო  AFP იუწყება. ამას გარდა, დღეს საფრანგეთმა პირველმა აღიარა ლიბიის ოპოზიციური ეროვნული საბჭო, როგორც ლიბიის ერთადერთი კანონიერი მმართველი ორგანო. „სარკოზიმ განაცხდა, რომ საფრანგეთში ლიბიის ახალი ელჩის აკრედიტირება  უახლოეს დღეებში მოხდება, და რომ ლიბიაში საფრანგეთის საელჩო ტრიპოლიდან ბენგაზიში გადავა,“ აღნიშნა ფილოსოფოსმა ბერნარ-ანრი ლევიმ, რომელიც დღეს სარკოზისთან შეხვედრას ესწრებოდა.

სარკოზის განცხადებების საპასუხოდ, ერთ-ერთმა ლიბიურმა საინფორმაციო სააგენტომ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბიის ხელისუფლება საფრანგეთის პრეზიდენტის შესახებ მაკომპრომენტირებელ საიდუმლო ინფორმაციას ფლობს, რომელიც „სარკოზის რეპუტაციას შეარყევს.“ სააგენტო ალ-ჯამაჰირიას ცნობით, საიდუმლო მასალები სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას ეხებდა და მათი გ გამოქვეყნების შემთხვევაში საქმე შესაძლოა „სასამართლომდეც მივიდეს.“ 

კომენტარები