მოსკოვის პრესტიჟულ კლუბში წვეულება ”პრემიერ მინისტრი მინდა” გაიმართა



კვირას მოსკოვის ერთ-ერთ პრესტიჟულ კლუბში ჩატარდა  წვეულება "Putin Party. პრემიერ მინისტრი მინდა". წვეულების შესახებ ინფორმაცია კლუბის ადმინისტრაციამ ერთი კვირით ადრე გამოაცხადა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პუტინის პრეს სპიკერმა,  დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კლუბს პრემიერის სახელის გამოყენების უფლებას არ მისცემდნენ.  პესკოვმა აღნიშნა, რომ ხელიუფლებას არ შეუძლია აკრძალოს წვეულება, მაგარმ მის გამართვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. 

 მიუხედავად ამისა, წვეულება ყოველგვარი  პრობლემების გარეშე ჩატარდა.  სააგენტო Life News-ის ინფორმაციით,  წვეულების დაწყებამდე კლუბის შესასვლელში ადმინისტაციამ გააკრა პლაკატი წარწერით - ”პესკოვ შენ არ ხარ მართალი, პუტინით არ ვვაჭრობთ!” კლუბის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და   წვეულების მთავარი  პერსონაჟი  მხოლოდ კლიენტების სიმპათიების მიხედვით აირჩა. კლუბის კლიენტი ქალბატონების და მომსახურე პრესონალის გამოკითხის შედეგად გაირკვა, რომ მათი აზრით,  პუტინი იდეალური მამაკაცია. ”პუტინი მაგარი კაცია! როგორც მამაკაცი ძალიან მომწონს. მის პატივსაცემ წვეულებაზე იმაზე დიდი საიმოვნებით მოვედი, ვიდრე ობამას წვეულებაზე მივდოდი ” განუცხადა Life News ერთ-ერთმა ამერიკელმა სტუმარმა ეშლიმ.

Life News-ის ცნობით, წვეულების დროს რუსეთის პრემიერ მინისტრის იმიტირებულ კაბინეტში სტრიპტიზიორი ქალები ცეკვავდნენ.  გოგონებს ხელში ეჭირათ  პლაკატები წარწერებით -  ”მშპ-ს ნებისმიერ შემთხვევაში გავზრდით!” ”ვოვა, ჩვენ შენთან ვართ!” პლაკატებს შორის რამდენიმე კი, მედიის ცნობით, საკმაოდ უხამსი შინაარსის იყო. სტუმრებს შორის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტი გოგონებიც იყვნენ,  რომელებმაც შიშველი ფოტოები პუტინის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ეროტიკული კალენდრისთვის გადაიღეს.

რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კლუბში გამართული წვეულების დეტალებს აუცილებლად შეისწავლიან. ”ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პრემიერის სახელი  კომერციული მიზნებით მისი ნებართვის გარეშე არავინ გამოიყენოს,” განაცხადა პუტინის პრეს სპიკერმა.

კომენტარები