ობამას ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ჩიკაგოს მერი გახდა

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რამ ემანუელი ჩიკაგოს მერი გახდა. ბოლო ოცი წლის მანძილზე ყველაზე დაძაბულ არჩევნებში მან დანარჩენ ხუთ კონკურენტს ხმების 55 პროცენტით მოუგო. 51 წლის რამ ემანუელი ებრაული წარმოშობის პირველი მერია ჩიკაგოს ისტორიაში. არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მისი ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს გამარჯვება მიულოცა.  ”როგორც ჩიკაგოელი და როგორც რამ ემანუელის მეგობარი, მე დღეს ძალიან ამაყი ვარ. რამი შესანიშნავი მერი იქნება,” აღნიშნა ობამამ.

ექსპერტების აზრით, ემანუელის ებრაულ წარმოშობას არჩევნების შედეგებზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.  მათი თქმით, ჩიკაგოს ებრაულ მოსახლეობას ემანუელისთვის მხარი მხოლოდ რელიგიური მოსაზრებების გამო არ დაუჭერია. ”ქალაქის ებრაულ მოსახლეობას მიაჩნია, რომ მას მართლაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია მერის პოსტზე ყოფნის დროს,”  განაცხადა ამერიკის ებრაული კომიტეტის წარმომადგენელმა ჩიკაგოში დენ ელბაუმმა. 

კომენტარები