აშშ-ს რამდენიმე შტატი საკუთარი ვალუტის შემოღებას მოითხოვს

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლი ბრაიტმა სენატს განსახილველად  წარუდგინა კანონპროექტი  შტატში ახალი ვალუტის შემოღების შესახებ.  პროექტის მიხედვით, სამხრეთ კაროლინას შტატს საკუთარი ვალუტა უნდა ჰქონდეს.   

უცხოური მედიის ცნობით, აღნიშნულ იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს. ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის (ეროვნული ბანკის) ჩამოშლის შემთხვევაში, საკუთარი ვალუტის ქონა შესაძლებელს გახდის სერიოზული ეკონომიკური დანაკარგების თავიდან აცილებას. "რადგან ადამიანები დოლარის რწმენას კარგავენ, ჩვენ თავი უნდა დავიზღვიოთ", განაცხადა ლი ბრაიტმა.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბრაიტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განხორციელებადია, რადგან აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით, შტატებს უფლება აქვთ საკუთარი ვალუტა გამოიყენონ.  აღსანიშნავია, რომ სამხეთ კაროლინას გარდა, საკუთარი ფინანსური სისტემის დასაცავად ვირჯინიის, ჯორჯიისა და მისურის შტატების კანონმდებლებიც გამოვიდნენ.

კომენტარები