ლონდონის ბიზნეს სკოლაში სერგეი ლავროვის გამოსვლა ინციდენტით დასრულდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლა ლონდონის ბიზნეს სკოლაში  ინციდენტით დასრულდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი იუწყება. სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ რაც ლავროვმა სიტყვა დაასრულა და დარბაზიდან გასვლა დააპირა,  აუდიტორიიდან ერთ-ერთმა პირმა დაუყვირა: ”ჩვენ გვინდა მედვევდევს გადავცეთ მოწოდება - გაათავისუფლეთ ხოდორკოვსკი და ლებედევი!”

ლავროვის გამოსვლის პარალელურად, ლონდონის ბიზნეს სკოლასთან პიკეტი მიმდინარეობდა.  დემონსტრანტებს ეჭირათ პლაკატები წარწერით ”ბატონი ლავროვ, რატომ მალავთ ლუგავოისა და კოვტუნს?”.  ანდრეი ლუგავოი და დიმიტრი კოვტუნი სკოტლანდ იარდმა ალექსანდრე ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამლვაში დაადანაშაულა და მოსკოვს ამ პირების გადაცემა მოსთხოვა, თუმცა კრემლისგან უარი მიიღო. უფრო მეტიც, ლუგავოის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების შემდეგ ეს უკანასკნელი მმართველი პარტიიდან რუსეთის სათათბიროს დეპუტატი გახდა.

კომენტარები