პრინცმა უილიამმა მეჯვარედ საკუთარი ძმა ჰარი აირჩია

პრინც უილიამის მეჯვარე მისი ძმა ჰარი იქნება, ხოლო პრინცის საცოლეს კეიტ მიდლტონს საკურთხეველთან უმცროსი და, ფილიპა მიიყვანს. ამის შესახებ ტელეკომპანია BBC იუწყება.  28 წლის უილიამის და 29 წლის კეიტის სამეფო ქორწილი 29 აპრილს შედგება. წყვილი გასულ თებერვალს დაინიშნა. ნიშნობის შემდეგ პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ ძმის არჩევანით ”აღტაცებულია.” ”ეს იმას ნიშნავს, რომ მეყოლება და, რომლის ყოლაც ყოველთვის მსურდა,” აღნიშნა ჰარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
 
ბრიტანელმა ისტორიკოსებმა პრინც უილიამის გადაწყვეტილებას, მეჯვარედ საკუთარი ძმა იყოლიოს, ”ბუნებრივი არჩევანი” უწოდეს. ”პრინცს მხოლოდ ერთი ძმა ჰყავს და ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან, ამიტომ ეს გასაგები გადაწყვეტილებაა,” აღნიშნა ისტორიკოსმა ჰუგო ვიკერსმა. 

კომენტარები