ინგლისისა და იტალიის ნაკრებების მორაგბეთა დაპირისპირებით გაიხსნება ექვსი ერის გათამაშების მეორე ტური. ეს შეხვედრა შაბათს, ლონდონში, თვიქენჰემზე ჩატარდება. ამავე დღესაა დაგეგმილი მეორე მატჩიც - შოტლანდიისა და უელსის. მათ შერკინებას ედინბურგის მარიფილდის სტადიონი უმასპინძლებს.
რაგბის მოყვარულებს ყველაზე გემრიელი ლუკმა შეჯიბრების ორგანიზატორებმა კვირისთვის შემოუნახეს. ამ დღეს დუბლინში, სუპერთანამედროვე AVIVA Stadium-ზე ერთმანეთის პირისპირ ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები წარსდგებიან.
ექვსი ერის პირველმა ტურმა გამოაჩინა, რომ წლევანდელი გათამაშება განსაკუთრებით დაძაბული იქნება. გამარჯვება არცერთი გუნდისთვის არ ყოფილა ადვილი. უელსმა სახლში წააგო ინგლისთან 19:26. იტალია, თავის მხრივ, სტუმარ ირლანდიასთან დამარცხდა 11:13. შედარებით დიდი სხვაობით საფრანგეთმა მოუგო შოტლანდიას 34:21.
რაგბის მოყვარულები ამჯერადაც საინტერესო და დაძაბულ შეხვედრებს ელოდებიან. ერთადერთი ინგლისის დასახელება შეიძლება გამოკვეთილ ფავორიტად და ისიც თეორიულად.
ინგლისელები აპენინელებს იგივე შემადგენლობით დაუხვდებიან, რითაც ერთი კვირის წინ უელსი დაამარცხეს. შესაბამისად, ისევ სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს შეხვედრას ლეგენდარული 10 ნომერი ჯონი უილკინსონი. მის ადგილზე ტობი ფლადი ითამაშებს. ეს მორაგბე პირველ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც კი დაასახელეს.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ირლანდია ფაქტობრივად უძლიერესი შემადგენლობით გავა საფრანგეთთან. საუცხოო ფორმაშია გუნდის კაპიტანი ბრაიან ოდრისკოლი (ნომერი 13), რომელმაც პირველ თამაშშიც გამოიჩინა ლელოთი თავი. კვლავ ძირითად შემადგენლობას მიღმა დარჩა რონან ოჰარა (ნომერი 10). არადა, იტალიასთან სწორედ მისი ბოლო წუთებზე გატანილი არეკნით მოიგო ირლანდიამ. ძირითადში ისევ ახალგაზრდა ჯონათან სიქსტონი დადგება. ნაკრებს დაუბრუნდა გამორჩეული 8 ნომერი ჯიმი ჰისლიპი.
საფრანგეთის ნაკრებში პირველი შეხვედრისგან განსხვავებით მცირე ცვლილებებია. 15 ნომერზე მოთამაშე დამიან ტრაი 12 ნომრის პოზიციაზე გადმოიყვანეს. მისი ადგილი კი მარქაფადან დაწინაურებულმა კლერმონ პუატრენომ დაიკავა.
ცვლილებები მოხდა უელსის ნაკრების შემადგენლობაში. ძირითადი 8 ნომერი ენდი პაუელი დაიმტვრა და მის ადგილს კაპიტანი რაიან ჯონსი დაიკავებს. 10 ნომერზე გადმოიწია 15 ნომრის პიზიციიდან ჯეიმს ჰუქმა, მისი ადგილას კი ლი ბირნი დადგა. ძირითადიდან სათადარიგოებში გადაინაცვლა სტივენ ჯონსმა.
შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობაში ყველაფერი წესრიგშია.რაც მთავარია, კარგ ფორმაშია დამრტყმელი და მთავარი იმედი, 10 ნომერი დენ პარკსი.
შაბათი, 12 თებერვალი
ინგლისი - იტალია 18:30 სთ.
შოტლანდია - უელსი 21:00 სთ.
კვირა, 13 თებერვალი
ირლანდია - საფრანგეთი 19:00 სთ.