ამხანაგური მატჩი — საქართველო 2:1 სომხეთი

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, სტადიონ ცირიოზე 2:1 დაამარცხა სომხეთის ნაკრები.

თემურ ქეცბაიას გუნდმა ზედიზედ მე-9 შეხვედრა ჩაატარა დაუმარცხებლად - ეს ჩვენი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა: ლევან კობიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან კარის გასწვრივ ჩააწოდა, ალექსანდრე იაშვილმა კი დასწრებაზე ითამაშა - 1:0.

33-ე წუთზე სომხეთის ნაკრების კარში მეორე გოლი გავიდა: კობიაშვილმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მცველები უხეშად შეცდნენ და დავით სირაძემაც იმარჯვა - 2:0.

მეტოქემ ერთადერთი საპასუხო გოლი პენალტით გაიტანა - დავით კვირკველიამ საჯარიმოში დაარღვია წესები და...

მომდევნო მატჩები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მარტში ელის: ევრო 2012-ის შესარჩევ ტურნირში 26 მარტს თბილისში ხორვატიას უმასპინძლებს, 29 მარტს კი სტუმრად ისრაელს დაუპირისპირდება.

 

9 თებერვალი, 2011. ამხანაგური მატჩი. კვიპროსი, ლიმასოლი, ცირიო

საქართველო 2:1 სომხეთი

გოლები: 1:0 ა.იაშვილი (22), 2:0 დ.სირაძე (33), 2:1 ე.მანუჩარიანი (64)

საქართველო: გ.ლორია (ნ.რევიშვილი 46), ლ.სალუქვაძე, ა.ხუბუტია, კ.კალაძე (კაპ) (ა.ამისულაშვილი 46), ლ.კობიაშვილი (დ.კვირკველია 46), გ.გოგუა (მ.ვაწაძე 46),

ზ.ხიზანიშვილი (ლ.კაკუბავა 57), მ.დაუშვილი, ჯ.ანანიძე, ა.იაშვილი (გ.მერებაშვილი 50), დ.სირაძე

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: ა.ხუბუტია, დ.კვირკველია. მ.დაუშვილი, ნ.რევიშვილი, ლ.კაკუბავა

მსაჯები: ი.ანასტასიუ; ა.ხრისტოუ, ა.იოანუ (კვიპროსი);  

 

კომენტარები