”ვნეშტორგბანკის” მმართველი რუსეთის უშიშროების შეფის შვილი გახდა

რუსეთის ”ვი-თი-ბი  ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით,  ”ვნეშტორგბანკის” მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ”ფსბ”-ს  მოქმედი შეფის, ალექსანდრე ბორტნიკოვის შვილი, დენის ბორტნიკოვი დაინიშნა.  იგი მოვალეობის შესრულებას თებერვლიდან შეუდგება. ინფორმაციას გაზეთი ”ვედომოსტი” ავრცელებს.

”ვი-თი-ბი ჯგუფი” რუსეთის სახელმწიფო ბანკია. ადრე ამ ბანკში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის შვილი, დიმიტრი პატრუშევიც მუშაობდა. თავად დენის ბორტნიკოვმა კი ბანკირის კარიერა 1996 წელს ”სამრეწველო სამშენებლო” ბანკიდან დაიწყო.  პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე მაკარკინმა სააგენტო ”newsru.com”-ს განუცხადა, რომ ძალოვანი სტრუქტურების უფროსების შვილებს თანამდებობებზე მშობლების ერთგულებისა და გავლენის გამო ნიშნავენ. ”თანამდებობებზე ”გამოცდილი თავისიანების” შვილების დანიშვნა რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა,”აღნიშნა მან.                            

კომენტარები