ორაგული ჭარხლის კარპაჩოთი

2 ულუფის მასალა: 5 ც. საშუალო ზომის ჭარხალი 250 გრ. ორაგულის ფილე 125 გრ. წითელი, მშრალი ღვინო 1 კონა ტარხუნა 2 კონა ჭარხლის ფოთოლი 50 გრ. ბალზამიკოს
წითელი ძმარი 25 გრ. ზეითუნის ზეთი 1 ლიმონი მარილი პილპილი ჯამში 25 ლარი  მომზადების წესი:

გაწურეთ ლიმონი და წვენი მოასხით ორაგულს. დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი. გააჩერეთ 10 წუთი.
ამასობაში, 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ორაგული და შეწვით 20-25 წუთის განმავლობაში.
 
გახეხეთ 3 ჭარხალი და კარგად გაწურეთ. ჭარხლის წვენი ჩაასხით პატარა ზომის ქვაბში, დაუმატეთ 1 ჭიქა წითელი, მშრალი ღვინო, 50 გრ. ბალზამიკოს ძმარი, ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, გამორთეთ.
დარჩენილი 2 ჭარხალი დაჭერით თხელ ფირფიტებად, მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და მოაყარეთ ტარხუნის ფოთლები, გადაურიეთ და მოასხით ჭარხლის წვენისგან დამზადებული ცოტაოდენი სოუსი. 
 
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეითუნის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ჭარხლის სოუსი, დააყარეთ საშუალოდ დაჭრილი ჭარხლის ფოთლები, ურიეთ 2 წუთის მანძილზე და გადაიღეთ თეფშზე. ჭარხლის ფოთლებს დაადეთ ღუმელში გამომცხვარი ორაგული. თევზი მორთეთ გამზადებული ჭარხლის ფირფიტებით და მოასხით სოუსი.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73), გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03 ).
 

კომენტარები