საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია

დღეს საქართველოში რიხტერის სკალით 5.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქუთაისიდან 31 კილომეტრის, ხოლო ვანიდან 18 კილომეტრის რადიუსში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

მიწისძვრა საქართველოს მთლ ტერიტორიაზე იგრძნობოდა, მათ შორის დედაქალაქშიც. წინასწარი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებს საქართველოში ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ვანის რაიონში სპეციალური ჯგუფები მუშაობენ და მიწისძვრის შედეგების აღრიცხვას აწარმოებენ.

პარალელურად, მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა სომხეთშიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიძგების სიმძლავრე რიხტერის სკალით 5.3 ბალი იყო.

ძლიერი მიწისძვრა საქართველოში ბოლოს 2009 წლის 8 სექტემბერს მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ რიხტერის სკალით 6.2 ბალი შეადგინა და ეპიცენტრში, ონის რაიონში, საცხოვრებელი სახლები დააზიანა. რაჭაში მომხდარ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

კომენტარები