ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შრომის პარტია დატოვა

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ეჰუდ ბარაკმა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ბარაკი პარტიიდან წასვლის შემდეგ ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნას აპირებს. მასთან ერთად პარტია ”ავოდა” კიდევ ოთხმა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ახალ ფრაქციას ”აცმაუტი” (თავისუფლება) ერქმევა. ეჰუდ ბარაკის თქმით, ფრაქცია ”ცენტრისტულ, დემოკრატიულ და სიონისტურ” პოზიციას დაიჭერს.

უცხოური მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება შრომის პარტიის მემარცხენე წევრების ზეწოლას უკავშირდება. ისინი ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო პროცესში პროგრესის არარსებობის გამო მმართველი კოალიციის დატოვებას მოითხოვდნენ. 

კომენტარები