გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით ბაქოს ეწვია. აზერბაიჯანელ კოლეგასთან განსახილველ მთავარ საკითხს საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის მიმდინარეობა წარმოადგენს. ვაშაძის თქმით, ამ საკითხს ”ორი კეთილმეზობლური ქვეყანა ერთმანეთის ინტერესების დაბალანსების გზით გადაწყვეტს.”

აზერბაიჯანში ვიზიტისას ვაშაძემ ტელეკომპანოა ”ANS”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სამხრეთ კორიდორის პროექტში, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს, საქართველო და აზერბაიჯანი უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო როლს ასრულებენ. ”დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, გაზის ტრანსპორტირება ევროპაში ამ გზით არა მხოლოდ ჩვენი რეგიონიდან, არამედ ცენტრალური აზიიდან და, შესაძლა, ჩინეთიდანაც მოხდეს,” აღნიშნა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევ ხაზი გაუსვა ბაქო-თბილის-ყარისის რკინიგზის ხაზის მშენებლობის მნიშვნელობას, რომელიც, ვაშაძის თქმით, ”თავიდანვე განიხილებოდა სამხრეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილად.” ”ეს რკინიგზის პროექტი ადასტურებს, რომ სამხრეთ კორიდორი პოლიტიკური ილუზია არ არის და ეს არა მხოლოდ აზერბაიჯანისა და საქართველოს გადაწყვეტილებაა, არამედ საქმიანობა, რომელიც აუცილებელია მსოფლიო ეკონომიკისთვის,”დასძინა მინისტრმა.

 

კომენტარები