ცოტა რამ ისტორიიდან
სინგაპური მალაიზიისა და ინდონეზიის მეზობლად მდებარეობს, მისი ფართობი დაახლოებით 700 კვ.კმ.-ს შეადგენს და თბილისის ფართობს თითქმის 2-ჯერ აღემატება. იგი ერთ დიდ, მთავარ კუნძულსა და 30-ზე მეტ პატარა გარშემომდებარე კუნძულებს შეიცავს. სინგაპურის მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 5 მილიონს აჭარბებს, აქედან დაახლოებით 77% – ჩინელები, 12% – მალაიელები და 8% – ინდოელები, დანარჩენი კი – სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობებია. ოფიციალური ენებია: ინგლისური, მანდარინული (ჩინ.), მალაიური და ტამილური (ინდ.).
ქვეყნის სახელწოდება სანსკრიტული (ესაა ძველინდური სალიტერატურო ენა) წარმოშობისაა და „სინგა პურ” ნიშნავს „ლომის ქალაქს”. იგი უკავშირდება 1299 წელს სუმატრის პრინცის პირველ სტუმრობას ამ კუნძულზე. როცა ის და მისი მხლებლები ნაპირზე გადმოვიდნენ, დაუნახავთ დიდი ცხოველი შავი თავითა და წითელი ტანით, რაც მათ რატომღაც ლომად აღიქვეს თურმე. სწორედ მათ მიერ გავრცელდა და დამკვიდრდა სახელი „სინგაპური” შემდგომ პერიოდში. თუმცა, ისტორიულად დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში ამავე ადგილას არსებობდა აზიაში ცნობილი საპორტო ქალაქი ტემასეკი. სხვადასხვა ეპოქაში სინგაპურს განაგებდნენ ინდონეზიისა და მალაიზიის ტერიტორიათა მფლობელი იმპერატორები. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის მას უკვე ბრიტანელები აკონტროლებდნენ.
1819 წელს ბრიტანეთის ხელისუფალთა საგანგებო დავალებით სინგაპურში ჩავიდა სტემფორდ რაფლსი – სუმატრისა და იავას გუბერნატორი, იმავდროულად, სავაჭრო კომპანია ოსტ-ინდიას წარმომადგენელი. მას ადგილზე უნდა შეესწავლა ვითარება და გაეტარებინა ღონისძიებები სავაჭრო ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იმ პერიოდში ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა სულ რამდენიმე ასეული მეთევზისა და მათი ოჯახებისაგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც რაფლსმა საკუთარი თვალით იხილა კუნძულის უნიკალური ადგილმდებარეობა და შეაფასა ბუნებრივი მონაცემები, გადაწყვიტა მისი გადაქცევა ყველასათვის ღია საპორტო ქალაქად, რომელიც მთელი რეგიონის სავაჭრო და ფინანსური ცენტრის როლსაც შეასრულებდა. მან საკუთარი გეგმა მიზანმიმართულად განახორციელა. ასე ჩაეყარა საფუძველი ხანგრძლივ ტრადიციას, რომლის შესაბამისად სინგაპური მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ღია და თავისუფალი სავაჭრო ცენტრია. სწორედ ამის გამოა, რომ იქაურები არ ივიწყებენ რაფლსის ღვაწლს მათი ქვეყნის წინაშე და დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ მას. როგორც ცნობილია, ბრიტანელთაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სინგაპურის ხელისუფლებამ საგანგებო მსჯელობა გამართა იმის გადასაწყვეტად, აეღოთ თუ დაეტოვებინათ ქალაქის ცენტრში მდგარი სტემფორდ რაფლსის ძეგლი. საბოლოოდ, სწორედ მისი ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ქანდაკების დატოვება გადაწყდა.
ბრიტანელებმა სინგაპურზე კონტროლი მეორე მსოფლიო ომამდე შეინარჩუნეს, თუმცა, 1942 წელს ჩერჩილი იძულებული გახდა, ევროპაში გადაესროლა ჯარის ის ნაწილები, რომელთაც სინგაპურის დაცვა ეკისრებოდათ, რადგან საფრთხე უშუალოდ ბრიტანეთს შეექმნა. ამის გამო სინგაპური თითქმის სრულიად დაუცველი დარჩა აგრესიული მეზობლის, იაპონიის წინაშე. იაპონელთა თავდასხმამაც არ დააყოვნა და სინგაპურელთა თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, ქალაქი 1 კვირაში დაეცა. იაპონიის ფაშისტური რეჟიმი მეტისმეტად აუტანელი აღმოჩნდა სინგაპურელებისათვის. ხალხი განუწყვეტლივ იხოცებოდა ან შიმშილის, ან ოკუპანტებთან ბრძოლის გამო. დამპყრობლებმა სახელიც კი შეუცვალეს ქვეყანას და „სენან” (ქართულად „სამხრეთის შუქი”) უწოდეს.
1945 წლისთვის, როდესაც ბრიტანელებმა იაპონელები განდევნეს და კვლავ დაიბრუნეს სინგაპურზე კონტროლი, ქალაქი თითქმის სრულიად განადგურებული იყო. ამიტომაც, გადარჩენილი მოსახლეობა ბრიტანელებს საკმაოდ ცივად შეხვდა. მათ უკვე აღარ სურდათ საკუთარი ქვეყნის მმართველობაში გარეშე ძალის ხილვა, თუნდაც ის ძალიან მეგობრულად ყოფილიყო მათდამი განწყობილი. მალე მათი დაჟინებული მოთხოვნით, ბრიტანეთი დათმობაზე წავიდა და 1948 წელს, ადგილობრივ სავაჭრო კლასს უფლება მისცა, სინგაპურის მართვაში მონაწილეობა მიეღო. ჩამოყალიბდა საბჭო, რომელიც გუბერნატორს რჩევებს აძლევდა. ხუთი წლის შემდეგ ბრიტანეთმა კიდევ უფრო შეამსუბუქა კონტროლი და შექმნა კომისია, რომელსაც უნდა შეეცვალა სინგაპურის კონსტიტუცია და მოეხსნა შეზღუდვები თვითმმართველობაზე. ბრიტანეთმა კონტროლი მხოლოდ კოლონიის დაცვასა და სხვა საგარეო საქმეებზე შეინარჩუნა. მალე პირველი ადგილობრივი ასამბლეის არჩევნებიც ჩატარდა. თუმცა, მოსახლეობა აღარ კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ქვეყნის სრული თავისუფლების მოთხოვნით გამოდიოდა.
ლონდონში დელეგაცია გაიგზავნა. ისინი სინგაპურისთვის ავტონომიის მინიჭებასა და სრულიად თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. მალე სინგაპურმა თავის ისტორიაში პირველად მიაღწია იმას, რომ მისივე ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ეყოლებოდა. არჩევნებში გამარჯვება წილად ხვდა სახალხო მოძრაობის პარტიას, რომელმაც 53 ადგილიდან 41 მოიპოვა. დანარჩენი ადგილები მაოისტ კომუნისტებს ერგოთ. სახალხო მოძრაობის პარტიამ პრემიერ-მინისტრად თავისივე დამაარსებელი, 35 წლის ლი კუან იუ დანიშნა. მან იურიდიული განათლება ინგლისში, კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღო. სახალხო მოძრაობის პარტია სწორედ ლის მიერ იყო დაარსებული 1954 წელს.
მრავალი მკვლევარი თანამედროვე სინგაპურს თავიდან ბოლომდე ლი კუან იუს ქმნილებად მიიჩნევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლი 31 წლის განმავლობაში (1959-1990წწ.) იმყოფებოდა. ის ისე აყალიბებდა და მართავდა ქვეყანას, როგორც, მაგალითად, ჰენრი ფორდი – თავის საავტომობილო კომპანიას. სწორედ ამიტომ შეარქვეს ლის „კორპორაცია სინგაპურის დიზაინერი”.
1990 წლიდან ლი მთავრობის კაბინეტის საპატიო მინისტრი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველია. ქვეყნის წინსვლისათვის და ნებისმიერი საქმის წარმატებისათვის იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა განათლების, დისციპლინის, მუშაობის ეთიკისა და ეთნიკური ტოლერანტობის მნიშვნელობას. თუმცა, იმისათვის, რომ გავიგოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური პროგრესის რეალური მიზეზები, აუცილებელია ლის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებლობის საწყის წლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესწავლა-გააზრება.
სინგაპურიდან ბრიტანეთის წასვლის შემდეგ ქვეყანა ბუნებრივი რესურსების გარეშე დარჩა. ამის გამო იყო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ ხანებში, ლის მთავრობამ მალაიზიის ფედერაციასთან მიერთება გადაწყვიტა (1963წ.), თუმცა მათ კავშირს 2 წელზე მეტ ხანს არ უარსებია, რადგან სინგაპურის მაოისტი კომუნისტების შიშით მალაიზიამ სინგაპურს ფედერაციიდან გასვლა აიძულა. ამგვარად, 1965 წლიდან სინგაპური მარტოდმარტო უნდა გამკლავებოდა უამრავ გამოწვევას. თავდაპირველად ლი ცდილობდა, მიეხედა ყველაზე საგანგაშო პრობლემებისათვის. ჯერ ერთი, სინგაპურს დამოუკიდებლობა თავდაცვის გაძლიერებით და საერთაშორისო აღიარების მოპოვებით, გაეროში შესვლის გზით უნდა დაეცვა. მეორეც, სინგაპურს ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან, ხშირი იყო დაპირისპირება სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, ადგილი ჰქონდა ტერაქტებს მეზობელი ინდონეზიის ტერიტორიიდან შემოღწეული სამხედრო ფორმირებების მხრიდან. პოლიტიკურად და ეკონომიკურად არასტაბილური მდგომარეობა მოითხოვდა კანონების ჩამოყალიბებას.
პრემიერის კაბინეტმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტრო.
ეკონომიკა
უმწვავესად იდგა ეკონომიკის პრობლემები. ცხოვრების დონით (გაზომილი საშუალო რეალური მშპ-ს მიხედვით) იმჟამინდელი სინგაპური თითქმის 2-ჯერ ჩამოუვარდებოდა დღევანდელი საქართველოსას. ამასთან, ბრიტანელების ჯერ კიდევ მოქმედი სამხედრო ბაზა სინგაპურის მშპ-ის 20%-ს ქმნიდა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოძებნილიყო ამ ბაზის მოახლოებული გაუქმების შემდეგ უმუშევრად დარჩენილი ხალხის დასაქმების გზები (მით უფრო, რომ ამის გარეშეც, უმუშევრობის დონე უკვე 14%-ს აღემატებოდა!). წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური აფეთქება გარდაუვალი იქნებოდა. პრობლემას ართულებდა ისიც, რომ სინგაპურის მთავრობის მიერ 1959-65 წლებში გატარებულმა, იმ დროს მსოფლიოში გავრცელებულმა, მაგრამ ძირეულად მცდარმა „იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამ”, კიდევ უფრო შეასუსტა ქვეყნის კონკურენტუნარიანობა.
განსაცდელში მყოფ ლი კუან იუს და მის ხელისუფლებას მისმა მრჩეველმა, ჰოლანდიელმა ეკონომისტმა, ალფრედ ვინსემიუსმა კურსის რადიკალური შეცვლისაკენ მოუწოდა. ახალი გეგმის მიხედვით, სინგაპურს მკვეთრად უნდა შეემცირებინა სავაჭრო ბარიერები; სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, ხელი შეეწყო უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის; მთავრობას მეტი გასაქანი უნდა მიეცა თავისუფალი ბაზრისათვის და იმავდროულად, თავი შეეკავებინა დეფიციტური ხარჯვის ქეინსური პოლიტიკისაგან, რაც მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მქონე პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა და არა გრძელვადიანი წარმატების მომტანი. საკუთრების უფლებათა დაცვა და საერთოდ, კანონის უზენაესობა ქვეყანაში ერთ-ერთი უმთავრესი და მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო; კორუფციასთან ყველა დონეზე, განსაკუთრებით კი – ხელისუფლების ზედა ეშელონებში უკომპრომისო ბრძოლა ცხადდებოდა. პარალელურად, სინგაპურს უნდა გაეტარებინა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაბალი ინფლაციის უზრუნველსაყოფად და ამ კურსიდან არასოდეს გადაეხვია.
და მართლაც, 1966 წლიდან სინგაპურმა აირჩია მკაფიოდ გამოხატული, თავისუფალ ბაზარზე ორიენტირებული კურსი, რომელიც უპირველეს ყოვლისა, ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით უცხოური ინვესტიციების მოზიდვისაკენ იყო მიმართული. იმ დროს გაბატონებული შეხედულებით, დიდ მრავალეროვნულ კორპორაციებს (MNC) დაბალგანვითარებული ქვეყნების მიმართ საკუთარი ეგოისტური ინტერესები ამოძრავებდათ, რაც ადგილობრივი მშრომელების ექსპლუატაციითა და ქვეყნის გაძარცვით სრულდებოდა. სინგაპურის ხელისუფლებამ მალე მოიშორა თავიდან ამგვარი დოგმები და გამოსცა „ეკონომიკის სტიმულირების აქტი”, რომლის ძალითაც 5-დან 10 წლამდე ვადით კაპიტალის უკუგების, მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან თავისუფლდებოდნენ ერთდროულად, როგორც ადგილობრივი start-up კომპანიები, ისე უცხოური მულტინაციონალური კომპანიები, რომლებიც სინგაპურში სოლიდურ ინვესტიციებს განახორციელებდნენ. ქვეყანაში MNC-ების მოზიდვით, სინგაპური იმედოვნებდა, დასაქმების ზრდით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, მენეჯერული, ადმინისტრაციული გამოცდილების შეძენითა და ადამიანური კაპიტალის განვითარებით სარგებელი ენახა. პროფკავშირები, რომლებიც არაადეკვატური მოთხოვნებითა და მუდმივი გაფიცვების ორგანიზებით კანონს ხშირად არღვევდნენ და, რაც მთავარია, აფრთხობდნენ ინვესტორებს, გაუქმდა და მათი ლიდერების დიდი ნაწილი დააპატიმრეს. ახალი კანონმდებლობის საფუძველზე, სახელმწიფომ ხელფასების დარეგულირება ბაზარს მიანდო და დამსაქმებლებს მეტი თავისუფლება მისცა მუშახელის დაქირავებისა და სამსახურიდან დათხოვნის საკითხში.
პარალელურად, ლი კუან იუს პირადი ინიცირებით, მიმდინარეობდა სასამართლოს ძირეული რეფორმა. გაუქმდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომელიც ბრიტანული რეჟიმიდან იყო შემორჩენილი და გულისხმობდა მსაჯულთა 7-კაციანი ჯგუფის მიერ ხმათა უბრალო უმრავლესობით განაჩენის გამოტანას ნებისმიერ დანაშაულზე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ბრიტანელი მოხელის, ალენ როუზის ნაცვლად დაინიშნა ვი ჩონ ჩჟინი – კემბრიჯში განათლებამიღებული, საზოგადოებაში უმწიკვლო რეპუტაციის მქონე იურისტი, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე ხანგრძლივი სამსახურის მანძილზე (მან თანამდებობა ლი კუან იუსთან ერთად, 1990 წელს დატოვა) ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადგილობრივ თუ უცხოელ ინვესტორებს არასოდეს შეჰპარვოდათ ეჭვი სინგაპურის ტერიტორიაზე მათი კუთვნილი ქონების დაცულობაში. ალფრედ ვინსემიუსისა და ლი კუან იუს მიერ ერთობლივად შემუშავებული სქემით, განსაკუთრებული სიფრთხილითა და მზრუნველობით უნდა მოპყრობოდნენ ნებისმიერ ინვესტორს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სინგაპურში დიდ კაპიტალდაბანდებას განახორციელებდა. არ უნდა დაშვებულიყო ისეთი პრეცედენტი, რომ პატიოსან ბიზნესმენს უსამართლობის განცდა დარჩენოდა. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა უპირველესი პრინციპი ყველა დონეზე – ასეთი იყო ლი კუან იუს მთავრობის რეალური ნება! (ალბათ სწორედ აქაა საძიებელი უმთავრესი განსხვავება 1970-იანი წლების სინგაპურსა და დღევანდელ საქართველოს შორის: „საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის” მიხედვით შედგენილ ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით, სამარცხვინო 113-ე ადგილი სრულიად შეუფერებელია და მნიშვნელოვნად აკნინებს ჩვენი ქვეყნის რეალურ წარმატებებს, მიღწეულს ბიზნესის კეთების სიიოლის, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა, თუ რეფორმების კუთხით!)
ამ პოლიტიკის დაწყებიდან საკმაოდ მოკლე დროში მრავალმა MNC-მ ფართოდ გაშალა თავისი საქმიანობა სინგაპურში. მათ შორის პირველი „მერცხალი” იყო Texas Instruments-ი, შემდეგ მას მალე მოჰყვნენ – National Semiconductor-ი, Hewlett-Packard-ი. 1970 წელს General Electric-მა სინგაპურში ერთბაშად 6 ქარხანა გახსნა. ასე მოიზიდეს ასობით მსხვილი კომპანია – დაწყებული საწარმოო ფირმებით (1970-იანი წლები) და დამთავრებული საფინანსო მომსახურების ფირმებითა (1980-იანი წლები) და მაღალტექნოლოგიური კომპანიებით (1990-იანი წლები). 2000 წლის ბოლოსთვის სინგაპურში დაგროვილი უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 114 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „სითიბენქ სინგაპურის” ამერიკელი მმართველის შეფასებით, „სინგაპური, თავისი მოქნილი და ეფექტიანი მთავრობით, არის ქვეყანა, სადაც ყველას წარმატებით შეუძლია ბიზნესის კეთება. აქ არ არის ბიუროკრატია. მთავრობა მუშაობს, როგორც კარგად შეზეთილი მექანიზმი”. 1971 წელს, როცა დასრულდა ბრიტანული სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია, სინგაპურს თითქმის აღარ აწუხებდა უმუშევრობის პრობლემა, რადგან მოზიდულმა დიდმა ინვესტიციებმა უზრუნველყო იმაზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ვიდრე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე დასაქმებული ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ.
ბუნებრივია, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ფინანსური სისტემის სტაბილურობას. სინგაპურმა გადაწყვიტა, უარი ეთქვა ცენტრალურ ბანკზე და მის ნაცვლად სავალუტო საბჭო შეექმნა. საბჭო ეროვნული ფულის, სინგაპურული დოლარის კურსს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების სავალუტო ერთეულებისაგან შედგენილი შეწონილი კალათის მიხედვით დაადგენდა და ჭარბი ემისიის პრაქტიკას არასოდეს გამოიყენებდა. დროის ნებისმიერ პერიოდში მიმოქცევაში იმდენი სინგაპურული დოლარი უნდა გაეშვათ, რა ღირებულების სავალუტო შემოსავალიც შევიდოდა სინგაპურის ეკონომიკაში შესაბამის პერიოდში. ამგვარმა მკაცრად განსაზღვრულმა მონეტარულმა პოლიტიკამ სინგაპური არაერთხელ გადაარჩინა მსოფლიოს ფინანსური კრიზისების შტორმებს, მიუხედავად მისი უკიდურესად გლობალიზებული ეკონომიკისა. ამ პოლიტიკის შედეგი ნათლად ჩანს შემდეგ გრაფიკზე:
საშუალო რეალური მშპ 1965 წელს სინგაპურთან შედარებით არგენტინას თითქმის 2-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდა, მალაიზიას კი დაახლოებით თანაბარი (რაც იმავდროულად, მსოფლიოს ანალოგიურ მონაცემთან ახლოს იყო); დღესდღეობით კი, როგორც ეს გრაფიკიდან ჩანს, სინგაპურის მაჩვენებელი რამდენჯერმე აღემატება თითოეულ შესადარ მნიშვნელობას. ეს სწორედ მისი სწორი პოლიტიკის შედეგია.
გავრცელებული აზრია, თითქოს სინგაპური ნახევრად ავტორიტარული სახელმწიფო იყო, რამდენადაც ლი კუან იუ მას 31 წლის განმავლობაში მართავდა. თუმცა ფაქტია, რომ ის რთული პოლიტიკური საარჩევნო სისტემა, რომელიც სინგაპურში მოქმედებდა, არცთუ იოლად უზრუნველყოფდა მისთვის პრემიერ-მინისტრის სავარძლის შენარჩუნებას. ლი და მისი სახალხო მოძრაობის პარტია არაერთხელ მონაწილეობდა ისეთ არჩევნებში, რომლის შედეგები სულაც არ იყო მათთვის წინასწარ გარანტირებული. ამდენად, ხშირი იყო ცდუნება, პოპულისტური მოსაზრებებიდან გამომდინარე, გადაეხვიათ ძირითადი კურსიდან და მკვეთრი ცვლილებები მოეხდინათ თავდაპირველ გეგმებში. შეიძლება ითქვას, რომ მათ გაუძლეს ყველა გამოწვევას და დარჩნენ ერთგულნი მკაცრი მონეტარული (=ფულის მასის მკაცრი კონტროლი+დაბალი ინფლაცია) და მკაცრი ფისკალური (=დაბალი გადასახადები+მინიმალური სამთავრობო ხარჯები) პოლიტიკისა. ორივე მათგანმა არსებითი წვლილი შეიტანა სინგაპურის ხანგრძლივსა და მდგრად ეკონომიკურ ზრდაში.
პირველი მათგანის დასტურად შემდეგი გრაფიკი გამოდგება:
ხოლო მეორეს დამამტკიცებლად მოვიშველიებ უკანასკნელ წლებში ეკონომისტების – ჯეიმს გვორტნის, რენდელ ჰოლქომბისა და რობერტ ლოუსონის – მიერ OECD-ს ქვეყნებისათვის ჩატარებულ ეკონომეტრიკულ კვლევას, სათაურით: „The Scope of Government and the Wealth of Nations”, სადაც დამტკიცებულია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ეკონომიკური ზრდის ტემპები უფრო მცირეა იმ ქვეყნებში, სადაც მთავრობის ხარჯები მაღალია.
ჰორიზონტალურ ღერძზე „მთავრო-ბის ზომით” ნაჩვენებია საბიუჯეტო ხარჯების %-ული წილი ქვეყნის მშპ-ს მიმართ, ხოლო ვერტიკალურზე – შესაბამისი ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპები 1960-დან 1996 წლებში (კვლევა ეფუძნება ამ პერიოდის სტატისტიკურ მონაცემებს). როგორც ვხედავთ, სინგაპური იმ ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება, რომელნიც ყველაზე დაბალი „მთავრობის ზომითა” და მაღალი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევიან. სიზუსტისათვის, აქვე აღვნიშნავ, რომ სინგაპური თავისი მთავრობის მინიმალური ზომებით გამორჩეულია თვით OECD-ს ქვეყნებისგანაც – მისი ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ს მიმართ არასოდეს აღემატებოდა 20%-ს და უმეტესწილად 12-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა!
ცხადია, ეს ისე უტრირებულად არ უნდა გავიგოთ, თითქოს მთავრობის ნულოვანი ხარჯები (ანუ, რაც ფაქტობრივად, მთავრობის არარსებობას, ან ანაზღაურების გარეშე მომუშავე მთავრობას გულისხმობს) ყველაზე მაღალ ზრდას გამოიწვევს. არა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თუ მთავრობის სურვილია, იყოს ეფექტიანი, მხოლოდ იმ საქმიანობების ხარჯები უნდა აიღოს თავის თავზე, რასაც ბაზარი თავს ვერ გაართმევს. ასეთი საქმიანობები კი სინამდვილეში, ძალიან ცოტაა – იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ეს მრავალი ქვეყნის ხელისუფალთ (მათ შორის – საქართველოშიც!) წარმოუდგენიათ.
ბოლოს კი აღვნიშნავ, რომ სინგაპური დღესაც ერთგულია საკუთარი სამოქმედო პრინციპებისა: მისი მთავრობა ერთ-ერთი ყველაზე მცირე ხარჯებით გამოირჩევა მსოფლიოში – 2010 ფისკალური წლის გეგმის მიხედვით, მთლიანი სამთავრობო ხარჯები 16,7% იყო მშპ-ს მიმართ; ფინანსური სისტემა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია მსოფლიოში; კანონის უზენაესობის კუთხით სინგაპური საუკეთესო ათეულში იმყოფება („საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის” მიხედვით შედგენილ საერთაშორისო რეიტინგში, 2010 წლის მონაცემებით, მე-8 ადგილი) და, ალბათ, რაც ყველაზე მთავარია, იგი დღესაც ახერხებს, იყოს უცხოელ ინვესტორთათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი მსოფლიოში. 2004 წლიდან სრულიად გაუქმებულია კაპიტალის უკუგების გადასახადი, აღარ იბეგრება უცხოელთა მიერ სინგაპურში გამომუშავებული ნებისმიერი სახის შემოსავლები; ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მაგალითად, ცნობილ შვეიცარიულ ფინანსურ კომპანიას, Credit Suisse-ს, მიეღო გადაწყვეტილება, სათავო ოფისი სწორედ სინგაპურში გადაეტანა!