კომისიამ 5 მსჯავრდებული გაათავისუფლა

სასჯელაღსრულების, პრობციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედმა კომისიამ დღეს ის ხუთი მსჯავრდებული გაათავისუფლა, რომელთა განაცხადებიც მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა არ დააკმაყოფილა. კომისიის თავმჯდომარის, გიორგი მაკასარაშვილის თქმით, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ორი დღის ვადაში დატოვებენ.

”ყველა იმ პატიმრის საქმეზე, რომელთა გათავისუფლების თაობაზეც დღეს გადაწყვეტილება მივიღეთ, სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეციალურმა საბჭოებმა იმსჯელეს,” აღნიშნა მაკასარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ”თუმცა საბჭოებმა ზეპირი მოსმენით მათი ვადაზე ადრე გათავისუფლება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს,” დასძინა მან.

გუშინ მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა 27 პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სკითხთა სამინისტროს ცნობით, საბჭოებმა ზეპირ მოსმენაზე სულ 31 საქმე განიხილეს. 

კომენტარები