დღეს მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოებმა 27 პატიმრის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო იუწყება. საბჭოებმა ზეპირ მოსმენაზე სულ 31 საქმე განიხილეს. სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულთაგან 3 არასრულწლოვანი და ერთი ქალია. კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, წარდგენილ განაცხადებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, მოგვიანებით კი ზეპირი მოსმენა იმართება. მოსმენას თავად მსჯავრდებულები და მათი ადვოკატებიც ესწრებიან.
საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული. საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სასჯელაღსრულების სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ განიხილავს.