13 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში „2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობები“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ამერიკაში.
საუბარია საკმაოდ პოპულარულ საუკეთესო მოთხრობის ანთოლოგიის სერიაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული გამომცემლობა Dalkey Archive Press - ის მიერ ყოველწლიურად გამოდის და ევროპის 40-მდე ქვეყნიდან შერჩეული საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებების კრებულს წარმოადგენს.
წელს აღნიშნულ კრებულში პირველად ქართველი მწერლის ნაწარმოებიც მოხვდა. ზურაბ ლეჟავას მოთხრობამ „მაცივარი სექსისა წილ“ ამერიკული გამომცემლობის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და 2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობის“ ანთოლოგიაში დაიბეჭდა.
ანთოლოგია გამოიცემა როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით და მას 100 000 - ზე მეტი მკითხველი ეცნობა აშშ-სა და ევროპაში. გამოცემამ წელს საკმაოდ დიდი შეფასებები და გამოხმაურებები დაიმსახურა საერთაშორისო პრესაში: The New York Times , The wall Street Journal, The guardian, The New Republic და სხვა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ამერიკულ გამომცემლობა Dalkey Archive Press - თან თანამშრომლობა 2010 წელს, „2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობის“ პროექტის ფარგლებში დაიწყო. 2011-2012 წელს იგეგმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და გამომცემლობა Dalkey Archive Press - ის კიდევ ერთი, ახალი ერთობლივი პროექტის, „თანამედროვე ქართული მოთხრობების ანთოლოგია“ განხორციელება.
„2011 წლის საუკეთესო ევროპული მოთხრობები“ საქართველოში სულ მალე გაიყიდება.