Wikileaks: სარკოზი-ლავროვის „ხელჩართულ“ მოლაპარაკებებზე

”ვიკილიკსის”  ხელთ არსებული კონფიდენციალური დოკუმენტების მიხედვით, საქართველოდან ჯარის გაყვანის შესახებ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტების  მოლაპარაკებების დროს,   სარკოზი  ფიზიკუად შეეხო რუსეთის საგარეო საქმეთა  მინისტრ  სერგეი ლავროვს. 

რუსეთში აშშ-ს ელჩი ჯონ ბაიერლი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის გაგზავნილ კონფიდენციალურ დეპეშაში  საქართველოს შესახებ საფნაგეთისა და რუსეთს პრეზიდენტებს  შორის გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს.  საფრანგეთის მაღალი რანგის დიპლომატ ფილიპ ლეფორზე დაყრდნობით, იგი თეთრ სახლს ატყობინებს, რომ  სარკოზი  ყველა შეხვედრაზე მოითხოვდა რუსეთისგან  ჯარი გაეყვანა ცხინვალის რეგიონიდან, როგორც ამას მისი  შუამავლობით ხელმოწერილი  ექვსპუნქტიანი შეთანხმება ითვალისწინებს.  ბაიერლის თქმით, ფრანგმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგას გაუმხილა, რომ ამ შეხვედრების დროს ზოგჯერ ურთიერთობები აშკარად მტრული ხდებოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას, როდესაც ცხარე კამათი წარმოიშვა  რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხის გამო, სარკოზი კოსტუმის  საყელოში სწვდა ლავროვს და დაუღრიალა, რომ ის ”მატყუარაა”, ოღონდ ამ სიტყვის ნაცვლად უფრო უხეში გამოთქმა გამოიყენა.  ლაფორის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლავროვმა სარკოზის განუცხადა, რომ  რუსეთი  საკუთარ თავზე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას   ვერ შეასრულებდა.

ფრანგი დიპლომატისვე განცხადებით, ძალიან ხშირად, მოლაპარაკებისას რუსები აშკარად ახდენდნენ ევროკომისიის თავმჯდომარის  ჟოზე მანუელ ბაროზუს  იგნორირებას. ლაფორის თქმით, როგორც ჩანს, რუსები მას „მეფესთან შეხვედრის ღირსად“ არ თვლიდნენ.

კომენტარები